ბედნიერი იქნება თუ არა თქვენი შვილი - ამას მისი დაბადების საათი გეტყვით

© Pixabay / 3422763ოჯახი
ოჯახი - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2022
გამოწერა
ბავშვის დაბადება ოჯახში უდიდესი სიხარულია, მაგრამ, ყველაფერთან ერთად, მშობლები იწყებენ ფიქრს, როგორი იქნება მათი შვილი, როცა გაიზრდება, იქნება თუ არა ბედნიერი და ა.შ.
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა პლანეტარულ ჰოროსკოპს შეუძლია. ეს ჰოროსკოპი სწავლობს ადამიანის ხასიათის დამოკიდებულებას მისი დაბადების დროზე. დღე-ღამის თითოეული მონაკვეთი განსაზღვრულ პლანეტას შეესაბამება, სწორედ ამიტომ ჰოროსკოპს პლანეტარული ეწოდება. დაუჯერებთ თუ არა ამ ჰოროსკოპს, თქვენი საქმეა, მაგრამ მისი წაკითხვა და ზოგიერთი რამის გათვალისწინება ნამდვილად ღირს.
ბავშვის ხასიათისა და მომავალი უნარების განსაზღვრა მისი დაბადების თარიღით არის შესაძლებელი.
ღამის 12-დან 2 საათამდე - მერკურის დრო
მერკური ბავშვს ცნობისმოყვარეობას უნერგავს. ეს პლანეტა პასუხისმგებელია ირგვლივ მყოფებთან მოლაპარაკებების უნარსა და აზროვნების მოქნილობაზე. ამ დროს დაბადებულები ძალზე ცნობისმოყვარენი არიან. ეს თვისება მათ ნებისმიერ ასაკში ახასიათებთ.
ღამის ორიდან ოთხ საათამდე - ვენერას საათები
ვენერა პასუხისმგებელია სიყვარულზე, ურთიერთობებსა და სულიერ სითბოზე. ამ დროს დაბადებული ადამიანები ცხოვრებაში პირველ რიგში სიყვარულს, ურთიერთობებს, სულიერ სითბოს აფასებენ. ისინი ვერ ისვენებენ, სანამ თავიანთ ნამდვილ „მეორე ნახევარს" არ იპოვიან. სიყვარულის უნარი ნამდვილად დიდი ნიჭია, განსაკუთრებით, ჩვენს სასტიკ და უპრინციპო ეპოქაში.
მზის ამოსვლა დედამიწაზე ღია კოსმოსში - Sputnik საქართველო, 1920, 04.01.2019
პლანეტების ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებასა და ბედზე – ის, რაც უნდა ვიცოდეთ
დილის ოთხიდან ექვს საათამდე - მარსის დრო
ამ დროს მარსი აკონტროლებს. ის ადამიანებს ანიჭებს ლიდერის, ორგანიზატორის თვისებებს, ბრძოლისა და გამარჯვების სიყვარულს. ხანდახან მარსის საათებში დაბადებულები ზედმეტ სისასტიკეს იჩენენ. მაგრამ ამას მათთვის მხოლოდ სარგებელი მოაქვს, რადგან ეხმარება სირთულეებისა და დაბრკოლებების გადალახვაში.
დილის ექვსიდან რვა საათამდე - ნეპტუნის დრო
ნეპტუნი ფაქიზ სულიერ ორგანიზებაზეა პასუხისმგებელი. ვინც ამ დროს დაიბადა, ფაქიზ სულიერ ორგანიზებასთან ერთად, ძალზე განვითარებული აქვს ფანტაზია. ამ ადამიანების ნაკლოვანებაა გულდახურულობა, მათი გაგება ხშირად ძნელია.
დილის რვიდან ათ საათამდე - ურანის დრო
ურანი გულღიაობასა და კომუნიკაბელურობაზე, სინამდვილის პოზიტიურ აღქმაზეა პასუხისმგებელი. ამ დროს დაბადებულები ყოველთვის გარშემორტყმული არიან თავიანთი მეგობრებით, ამიტომ არასდროს „დაიკარგებიან". ბუნებით ძალზე კეთილები არიან. ხანდახან მათი სიკეთით უზომოდ სარგებლობენ.
დილის 10-დან 12 საათამდე - სატურნის დრო
სატურნის დროს დაბადებულებს რთული ხასიათი აქვთ. ირგვლივ მყოფებს მათთან საერთო ენის გამონახვა უჭირთ. ამ ადამიანების ხასიათის უპირატესობა ისაა, რომ მათ ყოველთვის იციან, რა სურთ კონკრეტულად და ძლიერი ნებისყოფის წყალობით თავისას ყოველთვის აღწევენ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2018
როგორია თქვენი ბავშვი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
12-დან 14 საათამდე - იუპიტერის დრო
იუპიტერი პასუხისმგებელია ადამიანის მსუბუქ ხასიათზე, ცნობისმოყვარეობაზე, ემოციების სიმწვავესა და კომუნიკაბელურობაზე. ამ პერიოდში დაბადებულები მუდამ მოძრაობაში არიან. ზომიერი, წყნარი ცხოვრება – ეს მათთვის ნამდვილად არ არის.
14-დან 16 საათამდე - პლუტონის დრო
პლუტონი რაციონალიზმსა და ობიექტურობაზეა პასუხისმგებელი. ამ პლანეტის დროს დაბადებულები ობიექტურად აფასებენ საკუთარ თავსაც და სხვებსაც. როცა იზრდებიან, ესმით, რომ წარმატებას ხანდახან წარუმატებლობაც მოჰყვება ხოლმე. და ეს ნორმალურია, უბრალოდ, უნდა ადგნენ და ცხოვრება გააგრძელონ.
16-დან 18 საათამდე - ვენერას დრო
ამ დროს დაბადებულებს ლამის ორიდან ოთხ საათამდე დაბადებულების მსგავსი ხასიათი აქვთ. მაგრამ ისინი უფრო მსუბუქი ხასიათის არიან და მჭევრმეტყველების ნიჭი აქვთ. მოზრდილ ასაკში უკიდურესობებია მოსალოდნელი: ადრეული ქორწინება, ასკეტური ცხოვრება და განმარტოება.
18-დან 20 საათამდე - მერკურის დრო
ამ დროს დაბადებულებს მერკურის „ჩვეულებრივ" დროზე დაბადებულების მსგავსი ხასიათი აქვთ, თუმცა გამოირჩევიან დიდი ნდობით, მიამიტობით. პლუს, მათ ხასიათს გარკვეული ავანტიურიზმი ემატება.
თავდაჯერებული ბავშვი - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2021
პატარა „ეშმაკუნები“ – ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც მასწავლებლებს „სისხლს უშრობენ“
20-დან 22 საათამდე - მზის დრო
მზე ადამიანებს სილამაზესა და მომხიბვლელობას ანიჭებს. მზე არის ვარსკვლავი, რომელიც ასტროლოგიაში პლანეტად მიიჩნევა. ის ადამიანებს სილამაზესა და მომხიბვლელობას, კარგად განვითარებულ ინტუიციას, მდიდარ შინაგან სამყაროს სძენს. ამ დროს დაბადებულებს უყვართ, რომ მუდამ იპყრობენ ყურადღებას და ადამიანების თვალში „ვარსკვლავი" არიან.
22-დან 24 საათამდე - მთვარის დრო
ამ დროს დაბადებულები სულიერად განვითარებული არიან, შეუძლიათ იამაყონ კარგი ინტუიციით. სულის სიღრმეში ფილოსოფიურ-რომანტიკულად არიან განწყობილი, თუმცა, საჯაროდ სრულიად სხვა თვისებებს ამჟღავნებენ. კარიერაში არცთუ წარმატებული არიან, სამაგიეროდ, პირად ცხოვრებაში უმართლებთ.
ყველა ახალი ამბავი
0