მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ჯანმო: მსოფლიოში ანტიბიოტიკების მწვავე დეფიციტია

© Pixabay / katicaj
  - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2022
გამოწერა
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. მას შედეგ, რაც მსოფლიოს ქვეყნებმა პანდემიური შეზღუდვები მოხსნეს, ბაქტერიული ინფექციების აფეთქებამ ანტიბიოტიკების დეფიციტი გამოიწვია, იუწყება გაზეთი Finansial Times ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით.
როგორც ჯანმოს მედიკამენტების მიწოდებისა და მათზე წვდომის ჯგუფის ხელმძღვანელი ლიზ ჰედმანი ამბობს, განსაკუთრებით იგრძნობა ისეთი ანტიბიოტიკების ნაკლებობა, როგორებიცაა „პენიცილინი“ და „ამოქსიცილინი“.

„იმ 35 ქვეყნის 80%-ში, რომლებიდანაც ჯანმომ მონაცემები მიიღო, „პენიცილინის“ რიგის ანტიბიოტიკების მწვავე დეფიციტი შეინიშნება. გასულ კვირაში დიდმა ბრიტანეთმა „სერიოზული დეფიციტის პროტოკოლი“ დაამტკიცა, რომელიც ფარმაცევტებს ალტერნატიული მედიკამენტების დანიშვნის უფლებას ანიჭებს“, — ნათქვამია პუბლიკაციაში.

გარდა ამისა, „ამოქსიცილინის“ ნაკლებობა დაფიქსირდა შეერთებულ შტატებსა და კანადაშიც, ხოლო ევროკავშირის 27-დან 25 ქვეყანაში სხვადასხვა სახის ანტიბიოტიკების დეფიციტი შეინიშნება.
ჰედმანის თქმით, ამ დროისათვის ნაკლებადაა ცნობილი, თუ რა ვითარებაა ამ მხრივ ღარიბ და პატარა ქვეყნებში. მისი აზრით, ასეთი სახელმწიფოები შეიძლება უფრო მეტად დაზარალდნენ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მათი ვალუტა გაუფასურდა და მედიკამენტების შეძენა ღია ბაზარზე უწევთ.
ჯანმოს წარმომადგენლის განმარტებით, ანტიბიოტიკების დეფიციტი კორონავირუსული პანდემიის დროს ანტიბიოტიკებზე მოთხოვნის შემცირებამ და ასევე მიწოდებების ჯაჭვის სერიოზულმა დატვირთვამ გამოიწვია, რამაც მედიკამენტების მწარმოებლები აიძულა, შეემცირებინათ წარმოების მოცულობა.
გარდა ამისა, დეფიციტის კიდევ ერთ მიზეზად დასახელდა ის ფაქტიც, რომ ქვეყნები პანდემიური შეზღუდვების მოხსნის შემდეგ რესპირატორული ინფექციების ესოდენ მძლავრ აფეთქებას არ მოელოდნენ.
წყარო: Finansial Times
ყველა ახალი ამბავი
0