https://sputnik-georgia.com/20221220/uzbeketidan-evropis-mimartulebit-saqartvelos-gavlit-sakonteinero-matarebeli-gavida-273254201.html
უზბეკეთიდან ევროპის მიმართულებით საქართველოს გავლით საკონტეინერო მატარებელი გავიდა
უზბეკეთიდან ევროპის მიმართულებით საქართველოს გავლით საკონტეინერო მატარებელი გავიდა
სატვირთო მატარებელი თურქმენეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ბულგარეთის მიმართულებით მიემართება 20.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-20T23:12+0400
2022-12-20T23:12+0400
2022-12-20T23:12+0400
საერთაშორისო პანორამა
უზბეკეთი
საქართველო
აზერბაიჯანი
ბულგარეთი
ევროპა
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/14/273253478_5:0:1276:715_1920x0_80_0_0_2ed6307a732403c945b61bfa35b4202a.jpg
თბილისი, 20 დეკემბერი - Sputnik. სს „უზბეკეთის რკინიგზამ“ (Uzbek Railways) თურქმენეთისა და კავკასიის ქვეყნების - აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპის ქვეყნების მიმართულებით საკონტეინერო მატარებელი გაუშვა.პირველი სატვირთო მატარებელი უზბეკეთიდან ახალი სატრანსპორტო დერეფნით 16 დეკემბერს დაიძრა.საკონტეინერო მატარებელი მარშრუტით „უზბეკეთი - თურქმენეთი - აზერბაიჯანი - საქართველო - ბულგარეთი/ევროპა" 4000 კმ-ზე მეტს მანძილს გაივლის.პროექტში მონაწილეობენ უცხოელი პარტნიორები: TLCT OJSC თურქმენეთიდან (თურქმენეთის სატრანსპორტო-ლოგისტიკური ცენტრი), ADY Container LLC აზერბაიჯანიდან და GR Logistics and Terminals საქართველოდან.„უზბეკეთის რკინიგზამ“ 2022 წელს რუსეთთან ერთად მსხვილი ლოგისტიკური პროექტი „აგროექსპრესი“ წამოიწყო. პროექტის ფარგლებში, უზბეკეთური აგროპროდუქტებით დატვირთული სპეციალიზებული სამაცივრო კონტეინერები რუსეთში „მწვანე დერეფნით“ მიემართება, უკან კი კონტეინერებს რძის პროდუქტები და ფრინველის ხორცი გადააქვს.რუსეთი უზბეკეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორია. მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში უზბეკეთმა რუსეთს 2,8 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქცია მიაწოდა.ბოლო 4 წლის განმავლობაში რუსეთსა და უზბეკეთს შორის ვაჭრობის მოცულობა 3-ჯერ გაიზარდა. მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში ვაჭრობის ზრდამ 30% შეადგინა. რუსული ინვესტიციების მთლიანი მოცულობა უზბეკეთის ეკონომიკაში 13 მილიარდ დოლარს აღემატება.
უზბეკეთი
საქართველო
აზერბაიჯანი
ბულგარეთი
ევროპა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/14/273253478_164:0:1117:715_1920x0_80_0_0_6c667f721dd8a03fedfcbbae1cfd8190.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საერთაშორისო პანორამა, უზბეკეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, ბულგარეთი , ევროპა
საერთაშორისო პანორამა, უზბეკეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, ბულგარეთი , ევროპა
უზბეკეთიდან ევროპის მიმართულებით საქართველოს გავლით საკონტეინერო მატარებელი გავიდა
სატვირთო მატარებელი თურქმენეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ბულგარეთის მიმართულებით მიემართება
თბილისი, 20 დეკემბერი - Sputnik. სს „უზბეკეთის რკინიგზამ“ (Uzbek Railways) თურქმენეთისა და კავკასიის ქვეყნების - აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპის ქვეყნების მიმართულებით საკონტეინერო მატარებელი გაუშვა.
პირველი სატვირთო მატარებელი უზბეკეთიდან ახალი სატრანსპორტო დერეფნით 16 დეკემბერს დაიძრა.
„16 დეკემბერს პირველი საკონტეინერო მატარებელი ალმალიკის სამთო-მეტალურგიული კომბინატის ტვირთით ბულგარეთის პორტ ბურგასში გაიგზავნა. ეს სატვირთო მატარებელი შედგება სპილენძის კონცენტრატის 46 ვაგონისა და 91 ოცფუტიანი კონტეინერისგან“, - აცხადებენ კომპანიის პრესსამსახურში.
საკონტეინერო მატარებელი მარშრუტით „უზბეკეთი - თურქმენეთი - აზერბაიჯანი - საქართველო - ბულგარეთი/ევროპა" 4000 კმ-ზე მეტს მანძილს გაივლის.
პროექტში მონაწილეობენ უცხოელი პარტნიორები: TLCT OJSC თურქმენეთიდან (თურქმენეთის სატრანსპორტო-ლოგისტიკური ცენტრი), ADY Container LLC აზერბაიჯანიდან და GR Logistics and Terminals საქართველოდან.
„უზბეკეთის რკინიგზამ“ 2022 წელს რუსეთთან ერთად მსხვილი ლოგისტიკური პროექტი „აგროექსპრესი“ წამოიწყო. პროექტის ფარგლებში, უზბეკეთური აგროპროდუქტებით დატვირთული სპეციალიზებული სამაცივრო კონტეინერები რუსეთში „მწვანე დერეფნით“ მიემართება, უკან კი კონტეინერებს რძის პროდუქტები და ფრინველის ხორცი გადააქვს.
რუსეთი უზბეკეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორია. მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში უზბეკეთმა რუსეთს 2,8 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქცია მიაწოდა.
ბოლო 4 წლის განმავლობაში რუსეთსა და უზბეკეთს შორის ვაჭრობის მოცულობა 3-ჯერ გაიზარდა. მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში ვაჭრობის ზრდამ 30% შეადგინა. რუსული ინვესტიციების მთლიანი მოცულობა უზბეკეთის ეკონომიკაში 13 მილიარდ დოლარს აღემატება.