https://sputnik-georgia.com/20221220/ukraina-ruseti-gaeros-usisroebis-sabwo-273245673.html
კულება: რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოში ადგილს თაღლითური სქემით იკავებს
კულება: რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოში ადგილს თაღლითური სქემით იკავებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. უკრაინა ემზადება გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის უკანონო ყოფნის დასამტკიცებლად, რაც ხელს შეუწყობს რუსეთის საბჭოდან... 20.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-20T18:14+0400
2022-12-20T18:14+0400
2023-07-20T15:48+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/12/265310155_1193:133:2449:840_1920x0_80_0_0_801f6eeb24bd321cb2982f0311758cd7.jpg
თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. უკრაინა ემზადება გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის უკანონო ყოფნის დასამტკიცებლად, რაც ხელს შეუწყობს რუსეთის საბჭოდან გარიცხვას, განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ.მინისტრის თქმით, პროცესი არ იქნება მარტივი, თუმცა „დადგა დრო, რომ ვილაპარაკოთ რუსეთის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოში ადგილის უზურპაციის შესახებ“.რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ რუსეთისთვის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსის ჩამორთმევა არაერთხელ მოითხოვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. როგორც გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ვასილი ნებენზია აცხადებს, გაეროს წესდება ამგვარ ნაბიჯს არ ითვალისწინებს. ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ აღნიშნა, რომ იმ მექანიზმის შემქმნელი, რომელიც უშიშროების საბჭოდან რუსეთის გარიცხვას გახდის შესაძლებელს, ნობელის პრემიით დაჯილდოებას იმსახურებს.რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, როგორც თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა კარინ ჟან-პიერმა განაცხადა 16 დეკემბერს ბრიფინგზე, აშშ-ს აქვს სურვილი, მიაღწიოს გაეროს უშიშროების საბჭოდან რუსეთის გარიცხვას, მაგრამ ასეთ შესაძლებლობას ვერ ხედავს.
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/12/265310155_322:0:3053:2048_1920x0_80_0_0_ff51ebe8ea6623f484973315329249ba.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
კულება: რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოში ადგილს თაღლითური სქემით იკავებს
18:14 20.12.2022 (განახლებულია: 15:48 20.07.2023) თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. უკრაინა ემზადება გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის უკანონო ყოფნის დასამტკიცებლად, რაც ხელს შეუწყობს რუსეთის საბჭოდან გარიცხვას, განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ.
„რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის ადგილს შესაბამისი იურიდიული საფუძვლების გარეშე და, პირდაპირ რომ ვთქვათ, თაღლითური სქემის შედეგად იკავებს, რაც 31 წლის წინ მოხდა. უკრაინა ახლა ემზადება ოფიციალური ნაბიჯებისთვის, რომლებიც გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის უკანონო ყოფნას დაამტკიცებს და აამუშავებს პოლიტიკურ პროცესს, რომელსაც ამ ადგილის დაკარგვა უნდა მოჰყვეს“, — აღნიშნა კულებამ ონლაინ-ბრიფინგზე.
მინისტრის თქმით, პროცესი არ იქნება მარტივი, თუმცა „დადგა დრო, რომ ვილაპარაკოთ რუსეთის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოში ადგილის უზურპაციის შესახებ“.
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ რუსეთისთვის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსის ჩამორთმევა არაერთხელ მოითხოვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. როგორც გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ვასილი ნებენზია აცხადებს, გაეროს წესდება ამგვარ ნაბიჯს არ ითვალისწინებს. ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ აღნიშნა, რომ იმ მექანიზმის შემქმნელი, რომელიც უშიშროების საბჭოდან რუსეთის გარიცხვას გახდის შესაძლებელს, ნობელის პრემიით დაჯილდოებას იმსახურებს.
რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, როგორც თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა კარინ ჟან-პიერმა განაცხადა 16 დეკემბერს ბრიფინგზე, აშშ-ს აქვს სურვილი, მიაღწიოს გაეროს უშიშროების საბჭოდან რუსეთის გარიცხვას, მაგრამ ასეთ შესაძლებლობას ვერ ხედავს.