როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში - უახლოესი დღეების პროგნოზი

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2022
გამოწერა
საქართველოს დედაქალაქში 21 დეკემბერს თოვლჭყაპი და ნისლია მოსალოდნელი.
თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში უახლოეს დღეებში ამინდი გაუარესდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 21-26 დეკემბრის პერიოდში ნალექი და ღრუბლიანი ამინდებია მოსალოდნელი.
აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და ნალექიანი ამინდი. მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ბარში დღისით პლუს 1-6 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. დღისით დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა პლუს 11-16 გრადუსამდე მოიმატებს. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 21 დეკემბერს თოვლჭყაპი და ნისლია ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 3 გრადუსი იქნება. 22 დეკემბრიდან 26 დეკემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 7-9 გრადუსამდე მოიმატებს.
ყველა ახალი ამბავი
0