https://sputnik-georgia.com/20221220/gomismtashi-miwebis-tagliturad-dauplebis-paqtebi-gamoavlines-273244061.html
დაბა გომისმთაში სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების ფაქტები გამოავლინეს
დაბა გომისმთაში სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების ფაქტები გამოავლინეს
Sputnik საქართველო
პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას ანალოგიური დანაშაულის ჩამდენ პირთა გამოვლენისა და მხილების მიზნით. 20.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-20T17:50+0400
2022-12-20T17:50+0400
2022-12-20T19:51+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
საზოგადოება
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23329/01/233290156_0:122:2047:1273_1920x0_80_0_0_ccf9127c4f148088164e8343da20939b.jpg
თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ დაბა გომისმთაში დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების კიდევ შვიდი ფაქტი გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.უწყების ცნობით, თაღლითობის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე ბრალდება 7 პირს წარედგინა.გამოძიების მიხედვით, 2021 წელს ბრალდებულებმა მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინეს ყალბი დოკუმენტები, თითქოსდა 2007 წლამდე დაბა გომისმთაში მიწის ნაკვეთებს თვითნებურად ფლობდნენ. შედეგად, აღნიშნული პირები თაღლითურად დაეუფლნენ შვიდ, ჯამში 1.548 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს, რითაც სახელმწიფოს 334.049 ლარის ოდენობით ზიანი მიაყენეს.უწყების ცნობით, შვიდივე ბრალდებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან, რისი გათვალისწინებითაც მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულებს თაღლითურად დაუფლებული მიწის ნაკვეთები სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვათ.დღემდე დაბა გომისმთასა და დაბა ბახმაროში სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 51 პირის მიმართ, ხოლო სახელმწიფოს 1.620.299 ლარის ღირებულების უძრავი ქონება დაუბრუნდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23329/01/233290156_94:0:1954:1395_1920x0_80_0_0_9b9a2fb349bc19ff00acf6555bc16bdb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
დაბა გომისმთაში სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების ფაქტები გამოავლინეს
17:50 20.12.2022 (განახლებულია: 19:51 20.12.2022) პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას ანალოგიური დანაშაულის ჩამდენ პირთა გამოვლენისა და მხილების მიზნით.
თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ დაბა გომისმთაში დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების კიდევ შვიდი ფაქტი გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა
ავრცელებს.
უწყების ცნობით, თაღლითობის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე ბრალდება 7 პირს წარედგინა.
გამოძიების მიხედვით, 2021 წელს ბრალდებულებმა მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინეს ყალბი დოკუმენტები, თითქოსდა 2007 წლამდე დაბა გომისმთაში მიწის ნაკვეთებს თვითნებურად ფლობდნენ. შედეგად, აღნიშნული პირები თაღლითურად დაეუფლნენ შვიდ, ჯამში 1.548 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს, რითაც სახელმწიფოს 334.049 ლარის ოდენობით ზიანი მიაყენეს.
უწყების ცნობით, შვიდივე ბრალდებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან, რისი გათვალისწინებითაც მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულებს თაღლითურად დაუფლებული მიწის ნაკვეთები სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვათ.
დღემდე დაბა გომისმთასა და დაბა ბახმაროში სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 51 პირის მიმართ, ხოლო სახელმწიფოს 1.620.299 ლარის ღირებულების უძრავი ქონება დაუბრუნდა.