დეპუტატის მისამართით კვერცხების სროლა: საგამოძიებო სამსახურმა საქმის შესწავლა დაიწყო

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია ბათუმში
საპატრულო პოლიცია ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2022
გამოწერა
უწყებაში აღნიშნავენ, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას.
თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ გიორგი კირთაძის მიმართ დევნის ფაქტზე, რომელსაც პირდაპირი ეთერის დროს კვერცხები ესროლეს. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ინციდენტი ბათუმში მოხდა. დეპუტატი „ფორმულის“ ჟურნალისტს ინტერვიუს აძლევდა, რა დროსაც უცნობმა პირმა მას კვერცხები ესროლა. ამის შემდეგ მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
აჭარის უზენაესი საბჭოს დეპუტატს კვერცხები ესროლეს >>
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო, რაც პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჩადენილ დევნას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას სწრაფი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად.
ყველა ახალი ამბავი
0