https://sputnik-georgia.com/20221220/deputati-mosaxleoba-mxars-uchers-xelisuplebis-mshvidobian-politikas-273228319.html
დეპუტატი: მოსახლეობა მხარს უჭერს ხელისუფლების მშვიდობიან პოლიტიკას
დეპუტატი: მოსახლეობა მხარს უჭერს ხელისუფლების მშვიდობიან პოლიტიკას
Sputnik საქართველო
GORBI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევა მიმდინარე წლის 17-30 ნოემბერს ჩაატარა. 20.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-20T12:25+0400
2022-12-20T12:25+0400
2022-12-20T16:42+0400
საქართველო
ქართული ოცნება
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23505/98/235059840_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_7b09a6f7b3fc82826a03ae654d13072e.jpg
თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მიესალმება ხელისუფლების მშვიდობიან და პასუხისმგებლიან პოლიტიკას, განაცხადეს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა GORBI-ს გამოკითხვის შედეგების კომენტირებისას.კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 81%-მა განაცხადა, რომ მიესალმება „ქართული ოცნების“ პოლიტიკას – არ ჩაერთოს ქვეყანა უკრაინის კონფლიქტში. საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრს კვლევა დაუკვეთა ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილმა ტელეკომპანია „იმედმა“.აღნიშნული კვლევა არის მტკიცებულება იმისა, რომ „ქართული ოცნება“ სწორ პოლიტიკას ატარებს, განაცხადა, თავის მხრივ, დეპუტატმა რატი იონათამიშვილმაც.„კვლევის შედეგები ადასტურებს „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას, რაც, პირველ რიგში, აისახება ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების მიმართ კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე“, – განაცხადა იონათამიშვილმა.მისი თქმით, პროგრესი, ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით ფიქსირდება. დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ ეს პროგრესი წლიდან წლამდე უფრო გაიზრდება.GORBI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევა მიმდინარე წლის 17-30 ნოემბერს ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 2.024 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარი შეადგენს +/- 2,5 პროცენტს. რესპონდენტების შერჩევისას გამოყენებული იქნა მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23505/98/235059840_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_96df29678fd3c7f64664d0919b0cc94c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართული ოცნება , პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, ქართული ოცნება , პოლიტიკა, ახალი ამბები
დეპუტატი: მოსახლეობა მხარს უჭერს ხელისუფლების მშვიდობიან პოლიტიკას
12:25 20.12.2022 (განახლებულია: 16:42 20.12.2022) GORBI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევა მიმდინარე წლის 17-30 ნოემბერს ჩაატარა.
თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მიესალმება ხელისუფლების მშვიდობიან და პასუხისმგებლიან პოლიტიკას, განაცხადეს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა GORBI-ს გამოკითხვის შედეგების კომენტირებისას.
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 81%-მა განაცხადა, რომ მიესალმება „ქართული ოცნების“ პოლიტიკას – არ ჩაერთოს ქვეყანა უკრაინის კონფლიქტში. საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრს კვლევა დაუკვეთა ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილმა ტელეკომპანია „იმედმა“.
„მოსახლეობის დიდი ნაწილი მიესალმება „ქართული ოცნების“ მშვიდობიან პოლიტიკას, რომელიც ორიენტირებულია ქვეყნის განვითარებასა და ეკონომიკურ წინსვლაზე“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა.
აღნიშნული კვლევა არის მტკიცებულება იმისა, რომ „ქართული ოცნება“ სწორ პოლიტიკას ატარებს, განაცხადა, თავის მხრივ, დეპუტატმა რატი იონათამიშვილმაც.
„კვლევის შედეგები ადასტურებს „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას, რაც, პირველ რიგში, აისახება ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების მიმართ კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
მისი თქმით, პროგრესი, ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით ფიქსირდება. დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ ეს პროგრესი წლიდან წლამდე უფრო გაიზრდება.
GORBI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევა მიმდინარე წლის 17-30 ნოემბერს ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 2.024 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარი შეადგენს +/- 2,5 პროცენტს. რესპონდენტების შერჩევისას გამოყენებული იქნა მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდი.