https://sputnik-georgia.com/20221220/belarusis-fronti-putini-minsklsia-273239606.html
მიმოხილვა: ბელარუსის ფრონტი - პუტინი მინსკშია, დასავლეთი პანიკაშია
მიმოხილვა: ბელარუსის ფრონტი - პუტინი მინსკშია, დასავლეთი პანიკაშია
Sputnik საქართველო
მინსკში დღეს პირისპირ ფორმატში ბელარუსისა და რუსეთის პრეზიდენტების ალექსანდრ ლუკაშენკოსა და ვლადიმირ პუტინის მოლაპარაკება გაიმართა. რუსეთის სპეცოპერაციის ფონზე... 20.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-20T14:37+0400
2022-12-20T14:37+0400
2022-12-20T18:47+0400
ანალიტიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/0a/259485385_0:0:2875:1617_1920x0_80_0_0_08031cf4ffaa0f24cf43a52d7cc9041c.jpg
მინსკში დღეს პირისპირ ფორმატში ბელარუსისა და რუსეთის პრეზიდენტების ალექსანდრ ლუკაშენკოსა და ვლადიმირ პუტინის მოლაპარაკება გაიმართა. რუსეთის სპეცოპერაციის ფონზე განხილვის პრიორიტეტული თემა უსაფრთხოება იყო. ორი ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურები დიდი ხანია მჭიდროდ თანამშრომლობენ.ბელარუსის შეიარაღებულმა ძალებმა დღეს დაასრულეს ყველა ღონისძიება საბრძოლო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმების ფარგლებში. გასულ პარასკევს ბელარუსის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ ვითარება რესპუბლიკის ირგვლივ იძაბება.ადრე ბელარუსის ტერიტორიაზე განთავსდა ბელარუსისა და რუსეთის ჯარების მნიშვნელოვანი ერთობლივი დაჯგუფება.მინსკში დღეს რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუც ჩავიდა, გუშინ კი სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში შეამოწმა მოწინავე პოზიციები, გამართა სხდომა ძირითადი ოპერატიული მიმართულებების მეთაურებთან.ამერიკულმა გამოცემამ The Hill-მა დაწერა: „ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო გამომწვევად იქცევა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაგეგმილი შეხვედრის წინ მზარდი საშიშროების ფონზე, რომ ბელარუსი შეიძლება ჩაებას... უკრაინასთან ომში“.უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების სარდალმა სერგეი ნაევმა 18 დეკემბერს გააკეთა პროგნოზი, რომ პრეზიდენტების ალექსანდრ ლუკაშენკოსა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრისას დამუშავდება „უკრაინის საწინააღმდეგო ოპერაციაში ბელარუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების უფრო ფართოდ მონაწილეობის“ საკითხები. ნაევი იხილავს სახმელეთო ოპერაციის მაღალ ალბათობას.უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა დასავლელ მოკავშირეებს მოუწოდა, სერიოზულად მოეკიდონ ახალი რუსული თავდასხმის საფრთხეს.მეორე მხრივ, უკრაინის სამხედრო დაზვერვამ „ვერ დაინახა“ რუსეთის შეიარაღებული ძალების მზადყოფნა „ბელარუსის ფრონტის“ გახსნის მიმართ. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბიც შეშფოთებულია დონეცკის, სვატოვსკის, ლიმანსკისა და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის შეტევების გამო.უკრაინის თავდაცვის მინისტრი ამავდროულად საუბრობს მზადყოფნაზე, გაუნაწილოს რუსეთის დამარცხება ორმოცდაათამდე პარტნიორ ქვეყანას, პოლონეთი კი დასავლეთ უკრაინის მიტაცების გეგმებს აწყობს.მოვლენებისა და მოსაზრებების ასეთი „მოზაიკა“ კოლექტიურ დასავლეთს პანიკაში აგდებს.გაზეთი The New York Times ასკვნის: ვლადიმირ პუტინის ამასწინანდელი სხდომა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან მეტყველებს დიდი შეტევისთვის მზადებაზე.მარცხი – ნატოს მეორე სახელიაჩაებმება თუ არა ბელარუსის არმია საომარ მოქმედებებში – დისკუსიის თემაა, თუმცა მინსკი და მოსკოვი თანაბრად არიან დაინტერესებული კიევის რეჟიმის ლიკვიდაციით.დასავლეთი მათ საერთო ბედს უმზადებდა – დემონტაჟს. ნგრევის ინსტრუმენტი უნდა გამხდარიყო ნაცისტური უკრაინა.უკრაინის ტერიტორიაზე აშშ-თან და ნატოსთან ბრძოლით ბელარუსმა და რუსეთმა უკვე განსაზღვრეს თავიანთი შემდგომი ისტორია, რომელიც სტრატეგიულად არ არის დამოკიდებული დასავლეთის მხრიდან კიევის იარაღით მომარაგებაზე, თეთრი სახლის მოქმედებაზე შავი და ბალტიის ზღვების რეგიონებში.The American Conservative აღნიშნავს, რომ დასავლეთმა ამოწურა მარაგი და ვეღარ მალავს სიმართლეს უკრაინაზე.ევროკომისიის მონაცემებით, ცხრა თვეში 100.000-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი დაიხოცა. კოლაფსშია უკრაინის ენერგოსისტემა, შეიარაღებული ძალების კავშირგაბმულობა და ლოგისტიკა.აშშ-ის ვირჯინიის შტატის ყოფილმა სენატორმა და პოლკოვნიკმა რიჩარდ ბლექმა 17 დეკემბერს აღნიშნა: „დაღუპული უკრაინელების რაოდენობა შოკის მომგვრელია... ომი წაგებულია. რა იქნება არმიის კოლაფსის შემდეგ? საგარეო პოლიტიკური ელიტა, რომელიც დასავლეთის იოლ გამარჯვებას პროგნოზირებდა, ახლა ყურადღებას აქცევს ბირთვულ იარაღს, რათა გაამართლოს უეცარი კატასტროფა“.კიევის შემდგომი დახმარება აშშ-ის უსაფრთხოებას ემუქრება.რომის პაპი ფრანცისკი უკვე ღიად უწოდებს უკრაინის კონფლიქტს „მსოფლიო ომს“. კრიზისს ბოლო არ უჩანს და კიევის პოზიცია დასავლეთის გაღიზიანებას იწვევს.უკრაინის სამხედრო დახმარება აშშ-ის კონგრესის მხრიდან ფერხდება. რესპუბლიკელების ლიდერმა კევინ მაკარტიმ ამას წინათ განაცხადა, რომ უკრაინა ვაშინგტონისგან აღარ მიიღებს „სუფთა ჩეკს“, ევროპასაც სულ უფრო უჭირს უკრაინის დახმარება.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/0a/259485385_18:0:2749:2048_1920x0_80_0_0_a7d6f4ec837447ac0b08d1d3d40b6724.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
მინსკში დღეს პირისპირ ფორმატში ბელარუსისა და რუსეთის პრეზიდენტების ალექსანდრ ლუკაშენკოსა და ვლადიმირ პუტინის მოლაპარაკება გაიმართა. რუსეთის სპეცოპერაციის ფონზე განხილვის პრიორიტეტული თემა უსაფრთხოება იყო. ორი ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურები დიდი ხანია მჭიდროდ თანამშრომლობენ.
ბელარუსის შეიარაღებულმა ძალებმა დღეს დაასრულეს ყველა ღონისძიება საბრძოლო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმების ფარგლებში. გასულ პარასკევს ბელარუსის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ ვითარება რესპუბლიკის ირგვლივ იძაბება.
ადრე ბელარუსის ტერიტორიაზე განთავსდა ბელარუსისა და რუსეთის ჯარების მნიშვნელოვანი ერთობლივი დაჯგუფება.
მინსკში დღეს რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუც ჩავიდა, გუშინ კი სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში შეამოწმა მოწინავე პოზიციები, გამართა სხდომა ძირითადი ოპერატიული მიმართულებების მეთაურებთან.
ამერიკულმა გამოცემამ The Hill-მა დაწერა: „ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო გამომწვევად იქცევა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაგეგმილი შეხვედრის წინ მზარდი საშიშროების ფონზე, რომ ბელარუსი შეიძლება ჩაებას... უკრაინასთან ომში“.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების სარდალმა სერგეი ნაევმა 18 დეკემბერს გააკეთა პროგნოზი, რომ პრეზიდენტების ალექსანდრ ლუკაშენკოსა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრისას დამუშავდება „უკრაინის საწინააღმდეგო ოპერაციაში ბელარუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების უფრო ფართოდ მონაწილეობის“ საკითხები. ნაევი იხილავს სახმელეთო ოპერაციის მაღალ ალბათობას.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა დასავლელ მოკავშირეებს მოუწოდა, სერიოზულად მოეკიდონ ახალი რუსული თავდასხმის საფრთხეს.
მეორე მხრივ, უკრაინის სამხედრო დაზვერვამ „ვერ დაინახა“ რუსეთის შეიარაღებული ძალების მზადყოფნა „ბელარუსის ფრონტის“ გახსნის მიმართ. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბიც შეშფოთებულია დონეცკის, სვატოვსკის, ლიმანსკისა და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის შეტევების გამო.
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ამავდროულად საუბრობს მზადყოფნაზე, გაუნაწილოს რუსეთის დამარცხება ორმოცდაათამდე პარტნიორ ქვეყანას, პოლონეთი კი დასავლეთ უკრაინის მიტაცების გეგმებს აწყობს.
მოვლენებისა და მოსაზრებების ასეთი „მოზაიკა“ კოლექტიურ დასავლეთს პანიკაში აგდებს.
გაზეთი The New York Times ასკვნის: ვლადიმირ პუტინის ამასწინანდელი სხდომა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან მეტყველებს დიდი შეტევისთვის მზადებაზე.
მარცხი – ნატოს მეორე სახელია
ჩაებმება თუ არა ბელარუსის არმია საომარ მოქმედებებში – დისკუსიის თემაა, თუმცა მინსკი და მოსკოვი თანაბრად არიან დაინტერესებული კიევის რეჟიმის ლიკვიდაციით.
დასავლეთი მათ საერთო ბედს უმზადებდა – დემონტაჟს. ნგრევის ინსტრუმენტი უნდა გამხდარიყო ნაცისტური უკრაინა.
უკრაინის ტერიტორიაზე აშშ-თან და ნატოსთან ბრძოლით ბელარუსმა და რუსეთმა უკვე განსაზღვრეს თავიანთი შემდგომი ისტორია, რომელიც სტრატეგიულად არ არის დამოკიდებული დასავლეთის მხრიდან კიევის იარაღით მომარაგებაზე, თეთრი სახლის მოქმედებაზე შავი და ბალტიის ზღვების რეგიონებში.
The American Conservative აღნიშნავს, რომ დასავლეთმა ამოწურა მარაგი და ვეღარ მალავს სიმართლეს უკრაინაზე.
ევროკომისიის მონაცემებით, ცხრა თვეში 100.000-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი დაიხოცა. კოლაფსშია უკრაინის ენერგოსისტემა, შეიარაღებული ძალების კავშირგაბმულობა და ლოგისტიკა.
აშშ-ის ვირჯინიის შტატის ყოფილმა სენატორმა და პოლკოვნიკმა რიჩარდ ბლექმა 17 დეკემბერს აღნიშნა: „დაღუპული უკრაინელების რაოდენობა შოკის მომგვრელია... ომი წაგებულია. რა იქნება არმიის კოლაფსის შემდეგ? საგარეო პოლიტიკური ელიტა, რომელიც დასავლეთის იოლ გამარჯვებას პროგნოზირებდა, ახლა ყურადღებას აქცევს ბირთვულ იარაღს, რათა გაამართლოს უეცარი კატასტროფა“.
კიევის შემდგომი დახმარება აშშ-ის უსაფრთხოებას ემუქრება.
რომის პაპი ფრანცისკი უკვე ღიად უწოდებს უკრაინის კონფლიქტს „მსოფლიო ომს“. კრიზისს ბოლო არ უჩანს და კიევის პოზიცია დასავლეთის გაღიზიანებას იწვევს.
უკრაინის სამხედრო დახმარება აშშ-ის კონგრესის მხრიდან ფერხდება. რესპუბლიკელების ლიდერმა კევინ მაკარტიმ ამას წინათ განაცხადა, რომ უკრაინა ვაშინგტონისგან აღარ მიიღებს „სუფთა ჩეკს“, ევროპასაც სულ უფრო უჭირს უკრაინის დახმარება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე