https://sputnik-georgia.com/20221220/axali-girvanqa-sterlingi-dizaini-273241623.html
მეორე მონარქი გირვანქა სტერლინგზე: ინგლისის ბანკმა ახალი ბანკნოტები წარმოადგინა - ფოტო
მეორე მონარქი გირვანქა სტერლინგზე: ინგლისის ბანკმა ახალი ბანკნოტები წარმოადგინა - ფოტო
Sputnik საქართველო
თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. ინგლისის ბანკმა ახალი დიზაინის ბრიტანული გირვანქა სტერლინგის ბანკნოტი წარმოადგინა, რომელზეც გამოსახულია დიდი ბრიტანეთის მეფე... 20.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-20T16:14+0400
2022-12-20T16:14+0400
2023-07-20T15:48+0400
მსოფლიო დღეს
დიდი ბრიტანეთი
ეკონომიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/14/273241468_0:63:1920:1143_1920x0_80_0_0_90258c26a0e76a2d4e3bd758aae6ed4b.jpg
თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. ინგლისის ბანკმა ახალი დიზაინის ბრიტანული გირვანქა სტერლინგის ბანკნოტი წარმოადგინა, რომელზეც გამოსახულია დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III, იუწყება Bank of England საკუთარ ოფიციალურ საიტზე.გავრცელებული ინფორმაციით, ჩარლზის პორტრეტი ოთხივე ნომინალის (5, 10, 20 და 50 გირვანქა სტერლინგი) პოლიმერული ბანკნოტების წინა მხარეს იქნება აღბეჭდილი. გარდა ამისა, მეფის გამოსახულება კამეის სახით იქნება დატანილი გამჭვირვალე დამცავ „ფანჯარაში“.ბანკის ცნობით, სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებები დიზაინში მოსალოდნელი არ არის.ახალი ბანკნოტები მიმოქცევაში, სავარაუდოდ, 2024 წლის შუა ხანებში გამოვა. თუმცა ყველა ის ბანკნოტი, რომლებზეც დედოფალი ელისაბედ მეორეა გამოსახული, ანგარიშსწორების კანონერ საშუალებად რჩება და მოსახლეობა მათ ჩვეულ რეჟიმში გამოყენებას შეძლებს.სამეფო კარის მითითების შესაბამისად, ამ ცვლილებებით გამოწვეული ეკოლოგიური და ფინანსური შედეგების მინიმუმამდე დასაყვანად ახალი ბანკნოტები მხოლოდ გაცვეთილი ბანკნოტების შესაცვლელად და მათზე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად დაიბეჭდება.
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/14/273241468_122:0:1829:1280_1920x0_80_0_0_399e657b6ad03a700002e2598124b536.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
დიდი ბრიტანეთი , ეკონომიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
დიდი ბრიტანეთი , ეკონომიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
მეორე მონარქი გირვანქა სტერლინგზე: ინგლისის ბანკმა ახალი ბანკნოტები წარმოადგინა - ფოტო
16:14 20.12.2022 (განახლებულია: 15:48 20.07.2023) თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. ინგლისის ბანკმა ახალი დიზაინის ბრიტანული გირვანქა სტერლინგის ბანკნოტი წარმოადგინა, რომელზეც გამოსახულია დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III, იუწყება Bank of England საკუთარ ოფიციალურ საიტზე.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩარლზის პორტრეტი ოთხივე ნომინალის (5, 10, 20 და 50 გირვანქა სტერლინგი) პოლიმერული ბანკნოტების წინა მხარეს იქნება აღბეჭდილი. გარდა ამისა, მეფის გამოსახულება კამეის სახით იქნება დატანილი გამჭვირვალე დამცავ „ფანჯარაში“.
ბანკის ცნობით, სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებები დიზაინში მოსალოდნელი არ არის.
„ძალიან ამაყი ვარ, რომ ბანკი ჩვენი ახალი ბანკნოტების დიზაინს აქვეყნებს, რომლებზეც მეფე ჩარლზ III-ის პორტრეტი იქნება გამოსახული. ეს მნიშვნელოვანი მომენტია, ვინაიდან მეფე მხოლოდ მეორე მონარქია, რომელიც ჩვენს ბანკნოტებზეა გამოსახული“, — განაცხდა Bank of England-ის დირექტორმა ენდრიუ ბეილიმ.
ახალი ბანკნოტები მიმოქცევაში, სავარაუდოდ, 2024 წლის შუა ხანებში გამოვა. თუმცა ყველა ის ბანკნოტი, რომლებზეც დედოფალი ელისაბედ მეორეა გამოსახული, ანგარიშსწორების კანონერ საშუალებად რჩება და მოსახლეობა მათ ჩვეულ რეჟიმში გამოყენებას შეძლებს.
სამეფო კარის მითითების შესაბამისად, ამ ცვლილებებით გამოწვეული ეკოლოგიური და ფინანსური შედეგების მინიმუმამდე დასაყვანად ახალი ბანკნოტები მხოლოდ გაცვეთილი ბანკნოტების შესაცვლელად და მათზე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად დაიბეჭდება.