მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აფეთქება მოხდა გაზსადენზე, რომლითაც ბუნებრივი აირი რუსეთიდან ევროპაში მიეწოდება

© photo: Sputnik / Kirill Kallinikov / გადასვლა მედიაბანკშიაფეთქება გაზსადენზე
აფეთქება გაზსადენზე - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2022
გამოწერა
მაგისტრალურ გაზსადენზე „ურენგოი-პომარი-უჟგოროდი“ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, რა დროსაც აფეთქება მოხდა.
თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. აფეთქება მოხდა მაგისტრალურ გაზსადენზე „ურენგოი-პომარი-უჟგოროდი“ (ჩუვაშეთი, რუსეთი), იუწყება „რია ნოვოსტი“.
ჩუვაშეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, სამშაბათს, ადგილობრივი დროით 13:44 საათზე გადაუდებელი დახმარების სამსახურებმა მიიღეს შეტყობინება ვურნარსკის რაიონის სოფელ იამბახტინოს მახლობლად მიწისქვეშა გაზსადენზე გაზის გაჟონვის შედეგად გაჩენილი ხანძრის შესახებ.
როგორც რესპუბლიკის ხელმძღვანელის პრეს-სამსახურში აცხადებენ, მაგისტრალურ გაზსადენზე „ურენგოი-პომარი-უჟგოროდი“ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, რა დროსაც აფეთქება მოხდა.
„ავარიის ადგილზე გაზის ჩირაღდნული წვა ლიკვიდირებულია. დადგენილია, რომ აფეთქება მოხდა გეგმიური სარემონტო სამუშაოების დროს მაგისტრალური გაზსადენის „ურენგოი-პომარი-უჟგოროდი“ 1420 მმ დიამეტრის მონაკვეთზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა სამი ადამიანი, ერთი კი დაშავდა.
აღსანიშნავია, რომ აფეთქება მოხდა რუსულ გაზსადენზე, რომლითაც „ცისფერი საწვავი“ ციმბირიდან ევროპაში მიეწოდება. „ურენგოი-პომარი-უჟგოროდი“ რუსულ-უკრაინულ საზღვარს კურსკის ოლქში, სადგურ „სუჯას“ მიმდებარედ კვეთს, და ამ დროისათვის ეს რუსეთიდან უკრაინაში გაზის შემავალი ერთადერთი წერტილია ევროპაში გაზის ტრანზიტისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0