ძლიერი ხანძარი ბათუმის 25-სართულიანი შენობის რესტორანში - ვიდეო

გამოწერა
შემთხვევის ადგილზე ათი სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. ცეცხლის ჩაქრობას ძლიერი ქარი ართულებდა.
ხანძარი გაჩნდა იმ შენობის რესტორანში, რომელიც აღმაშენებლისა და კედიას ქუჩების კვეთაზე მდებარეობს. რესტორანი ბოლო, 24-ე და 25-ე სართულებზე მდებარეობს, თუმცა იქ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და ამიტომ არ ფუნქციონირებდა.
ხანძრის გამო ზემო სართულებიდან კონსტრუქციის ცეცხლმოკიდებული ნაწილები ცვიოდა, უსაფრთხოების მიზნით შენობისკენ მიმავალი გზები გადაიკეტა და შეწყდა ელექტრო- და გაზმომარაგება.
ხანძრის შედეგად სრულად დაიწვა ბოლო ორი სართული. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.
ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.
ყველა ახალი ამბავი
0