თბილისში გაზის გაჟონვის შედეგად 18 წლის ბიჭი დაიღუპა

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 19.12.2022
გამოწერა
ახალგაზრდა მამაკაცი ერთ-ერთი სასწავლებლის სტუდენტი იყო და თბილისში ძმასთან ერთად ცხოვრობდა.
თბილისი, 19 დეკემბერი – Sputnik. თბილისში 18 წლის ბიჭი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
შემთხვევა თბილისში 17 დეკემბერს მოხდა. 18 წლის მათე ბეჟიაშვილი, რომელიც წარმოშობით სიღნაღის მუნიციპალიტეტიდან იყო, თბილისში ნაქირავებ ბინაში ძმასთან ერთად ცხოვრობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბინაში გაზმა კუსტარულად დამონტაჟებული წყლის გამათბობლიდან გაჟონა და ბიჭი აბაზანაში მოიწამლა.
გარდაცვლილი ძმამ იპოვა. ამ დროისათვის ის სახლში, სოფელ ტიბაანშია გადასვენებული.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“.
ყველა ახალი ამბავი
0