https://sputnik-georgia.com/20221219/sss-mkvlelobasi-ewvmitanilma-pirma-dakavebisas-tavi-moikla-273213453.html
შსს: მკვლელობაში ეჭვმიტანილმა პირმა დაკავებისას თავი მოიკლა
შსს: მკვლელობაში ეჭვმიტანილმა პირმა დაკავებისას თავი მოიკლა
Sputnik საქართველო
თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას სპეციალური საგამოძიებო სამსახური აწარმოებს. 19.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-19T22:09+0400
2022-12-19T22:09+0400
2022-12-19T22:29+0400
ახალი ამბები
შემთხვევები საქართველოში
საქართველო
კახეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24551/27/245512740_0:91:1000:654_1920x0_80_0_0_7ed41dcb3c49482864333661272d2bad.jpg
თბილისი, 19 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განზრახ მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავების დროს ბრალდებულის მიერ თვითმკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს.უწყების ინფორმაციით, 18 დეკემბერს ბრალდებულმა, 35 წლის გ.ს.-მ თანმხლები პირის, 33 წლის გ.გ.-ს თანდასწრებით ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში ჭრილობა მიაყენა 39 წლის მამაკაცს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა, 56 წლის მამაკაცი კი მუცლის არეში დაჭრა. დაშავებული ამ დროისათვის საავადმყოფოშია გადაყვანილი. უწყების ცნობით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.დანაშაულის ჩადენისთანავე ორივე პირი შემთხვევის ადგილიდან ავტომობილით მიიმალა.სამართალდამცველებმა ბრალდებულებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, გ.ს.-ის ნათესავის სახლში მიაკვლიეს.სამართალდამცველებმა თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობისა და დაჭრის ფაქტის დაფარვის ბრალდებით გ.გ. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დააკავეს.უწყების ცნობით, გ.ს.-ს თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური.წყარო - შსს
საქართველო
კახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24551/27/245512740_0:0:872:654_1920x0_80_0_0_c94f2953dfb84b067873e45212d7fc63.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში, საქართველო, კახეთი
ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში, საქართველო, კახეთი
შსს: მკვლელობაში ეჭვმიტანილმა პირმა დაკავებისას თავი მოიკლა
22:09 19.12.2022 (განახლებულია: 22:29 19.12.2022) თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას სპეციალური საგამოძიებო სამსახური აწარმოებს.
თბილისი, 19 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განზრახ მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავების დროს ბრალდებულის მიერ თვითმკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, 18 დეკემბერს ბრალდებულმა, 35 წლის გ.ს.-მ თანმხლები პირის, 33 წლის გ.გ.-ს თანდასწრებით ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში ჭრილობა მიაყენა 39 წლის მამაკაცს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა, 56 წლის მამაკაცი კი მუცლის არეში დაჭრა. დაშავებული ამ დროისათვის საავადმყოფოშია გადაყვანილი. უწყების ცნობით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
დანაშაულის ჩადენისთანავე ორივე პირი შემთხვევის ადგილიდან ავტომობილით მიიმალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, გ.ს.-ის ნათესავის სახლში მიაკვლიეს.
„პოლიციელების დანახვისთანავე გ.ს.-მ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო, ჯერ პოლიციის თანამშრომლებს მიუშვირა, ხოლო შემდეგ თავზე მიიდო და განახორციელა გასროლა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნულ ფაქტს შეესწრნენ ამავე სახლში მყოფი გ.გ. და პოლიციის თანამშრომლები“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სამართალდამცველებმა თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობისა და დაჭრის ფაქტის დაფარვის ბრალდებით გ.გ. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დააკავეს.
უწყების ცნობით, გ.ს.-ს თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური.