https://sputnik-georgia.com/20221219/sicocxlis-xelyofa-dazaralebulebis-interesebs-specialurisabwo-daicavs-273202151.html
სიცოცხლის ხელყოფა: დაზარალებულთა ინტერესებს სპეციალური საბჭო დაიცავს
სიცოცხლის ხელყოფა: დაზარალებულთა ინტერესებს სპეციალური საბჭო დაიცავს
Sputnik საქართველო
ნებისმიერ დაზარალებულს, რომელსაც გამოძიების მიმართ პრეტენზიები აქვს, შეუძლია საბჭოს მიმართოს. 19.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-19T17:27+0400
2022-12-19T17:27+0400
2022-12-19T21:12+0400
საქართველოს პროკურატურა
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1a/251564102_1195:204:4126:1853_1920x0_80_0_0_a7edf15f70a440cb7339f64a6ecd6585.jpg
თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურაში სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განსახილველი საბჭო შეიქმნა. ახალი უწყების პრეზენტაცია ორშაბათს გაიმართა.საბჭო გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის ინიციატივით შეიქმნა. პრეზენტაციაზე მან განმარტა, რომ საბჭოს მთავარი მიზანი დაზარალებულის საჩივრების გაცნობა, მათი უფლებების უზრუნველყოფა და მართლმსაჯულების ეფექტიანობის გაზრდაა.მისი თქმით, ნებისმიერ დაზარალებულს შეუძლია საბჭოს მიმართოს, თუ გამოძიების მიმართ პრეტენზიები გააჩნია.პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია დაზარალებულების ნდობა პროცესისადმი და იმის შეგრძნება, რომ მათი უფლებები მაქსიმალურად არის დაცული.საბჭო შედგება ცხრა წევრი პროკურორისგან, რომლებსაც მსგავს საქმეებში მუშაობის ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობის გამოცდილება აქვთ.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1a/251564102_1593:197:3801:1853_1920x0_80_0_0_9811c86155c621eeef7a6be92421b7e8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პროკურატურა, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
საქართველოს პროკურატურა, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
სიცოცხლის ხელყოფა: დაზარალებულთა ინტერესებს სპეციალური საბჭო დაიცავს
17:27 19.12.2022 (განახლებულია: 21:12 19.12.2022) ნებისმიერ დაზარალებულს, რომელსაც გამოძიების მიმართ პრეტენზიები აქვს, შეუძლია საბჭოს მიმართოს.
თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურაში სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განსახილველი საბჭო შეიქმნა. ახალი უწყების პრეზენტაცია ორშაბათს გაიმართა.
საბჭო გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის ინიციატივით შეიქმნა. პრეზენტაციაზე მან განმარტა, რომ საბჭოს მთავარი მიზანი დაზარალებულის საჩივრების გაცნობა, მათი უფლებების უზრუნველყოფა და მართლმსაჯულების ეფექტიანობის გაზრდაა.
„სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნის და ეფექტიანი სახელმწიფო ბრალდების უზრუნველყოფა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება მივიღეთ აღნიშნული საბჭოს შექმნის თაობაზე“, – განაცხადა შოთაძემ.
მისი თქმით, ნებისმიერ დაზარალებულს შეუძლია საბჭოს მიმართოს, თუ გამოძიების მიმართ პრეტენზიები გააჩნია.
პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია დაზარალებულების ნდობა პროცესისადმი და იმის შეგრძნება, რომ მათი უფლებები მაქსიმალურად არის დაცული.
საბჭო შედგება ცხრა წევრი პროკურორისგან, რომლებსაც მსგავს საქმეებში მუშაობის ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობის გამოცდილება აქვთ.