საკრედიტო ორგანიზაციები შეიძლება მოსაკრებლისგან გაათავისუფლონ

© photo: Sputnik / Stringerსწრაფი გადახდის აპარატი
სწრაფი გადახდის აპარატი - Sputnik საქართველო, 1920, 19.12.2022
გამოწერა
ინდივიდუალური მეწარმეები ვერ შეძლებენ საკრედიტო ორგანიზაციად დარეგისტრირებას.
თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. საკრედიტო ორგანიზაციები, რომლებიც სტატუსს შეიცვლიან და იურიდიული პირები გახდებიან, სარეგისტრაციო მოსაკრებლისგან გათავისუფლდებიან. ეს ნორმა ექვსი თვის განმავლობაში იმოქმედებს, განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.
მისი თქმით, შესაბამისი შესწორებები შევა კანონში „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“.
წარდგენილი ცვლილებების თანახმად, სარეგისტრაციო მოსაკრებლისგან გათავისუფლდებიან საკრედიტო ორგანიზაციები, რომლებიც ფუნქციონირებენ როგორც ინდივიდუალური მეწარმეები და რომლებიც შეიცვლიან სტატუსს და იურიდიულ პირებად გარდაიქმნებიან.
მისი თქმით, შესწორებების მიზანია რეგულაციების ცვლილება ეროვნული ბანკის მოთხოვნის საფუძველზე – რომ სესხის გამცემ სუბიექტს ჰქონდეს იურიდიული ფორმა.
ამგვარად, ინდმეწარმე ვეღარ დარეგისტრირდება, როგორც სესხის გამცემი სუბიექტი.

„ამასთან ჩავთვალეთ, რომ არასამართლიანი იქნება, როდესაც ინდმეწარმეს ერთხელ უკვე გადახდილი აქვს სარეგისტრაციო მოსაკრებელი და მას იურიდიულ პირად გადაკეთების შემთხვევაში ხელახლა მოუწიოს ამ გადასახადის გადახდა“, – განაცხადა ლეჟავამ.

კომიტეტმა მოიწონა შესწორებები კანონში და ისინი პარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0