RT-ს პრემიის ჟიურიმ სამხედრო კორესპონდენტების საუკეთესო ნამუშევრები გამოავლინა

© photo: Sputnik / Ilya Pitalyov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 19.12.2022
გამოწერა
თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. ხალედ ალხათების სახელობის 2022 წლის ჟიურიმ, რომელიც ჟურნალისტებს კონფლიქტის ზონიდან საუკეთესო ნამუშევრისთვის გადაეცემა, გამარჯვებულები გამოავლინა, იუწყება ტელეარხ RT-ს პრესსამსახური.
„ესენი არიან „იზვესტიასა“ და „კომსომოლსკაია პრავდას“, სტუდია TOK-ისა და საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ სამხედრო კორესპონდენტები. RT-მ ჯილდო 2017 წელს სირიაში დაღუპული ჟურნალისტის, ხალედ ალხათების ხსოვნის პატივსაცემად დააწესა, რომელიც RT Arabic-თან თანამშრომლობდა. წელს უკრაინაში სამხედრო სპეცოპერაციის შესახებ ნამუშევრები ხალედ ალხათების საერთაშორისო მემორიალურ ჯილდოზე იყო ნომინირებული“, —ნათქვამია ეტყობინებაში.
ნომინაციაში „საუკეთესო ნამუშევარი კონფლიქტის ზონიდან (ვიდეო)“ გაიმარჯვა ვალენტინ ტრუშნინმა (გაზეთი „იზვესტია“ / REN TV, რუსეთი) რეპორტაჟით „ჯოჯოხეთი და სამოთხე მონასტერში“. ეს ნამუშევარი დონეცკის ნიკოლსკის ნიკოლო-ვასილევსკის მონასტრიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას ასახავს.
ნომინაციაში "საუკეთესო ნამუშევარი კონფლიქტის ზონიდან (ტექსტი)" გაიმარჯვა ჟურნალისტმა ალექსანდრ კოცმა (გაზეთი "კომსომოლსკაია პრავდა" (რუსეთი), ნამუშევრით "ბრძოლები კიევთან: გოსტომელის გმირები". სამხედრო კორესპონდენტი მედესანტეების პოზიციებზე იმყოფებოდა, რომლებიც სპეცოპერაციის პირველ დღეს გადასხდნენ აეროდრომზე კიევის რეგიონში და ერთი თვის განმავლობაში ინარჩუნებდა პოზიციებს.
ნომინაციაში „საუკეთესო ნამუშევარი: ჰუმანიტარული მისია (ვიდეო), დოკუმენტური ფილმით "მშვიდობიანები" რეგინა ორეხოვამ (TOK სტუდია, Rossiya Segodnya (რუსეთი) გაიმარჯვა. მისი ნამუშევარი მარიუპოლის მცხოვრებლებზეა.
ნომინაციაში "საუკეთესო ნამუშევარი: ჰუმანიტარული მისია (ტექსტი)" გაიმარჯვა მარია მარიკიანმა (რია ნოვოსტი (რუსეთი) ნამუშევრით "შეიძლება დაბრუნდნენ". ეს არის რეპორტაჟი ქალაქ პოპასნაიადან, რომლის სახლების უმეტესობა დაინგრა.
2022 წლი პრემიის ჟიურიში შედიოდნენ სამხედრო კორესპონდენტები: ევგენი პოდუბნი, ანტონ სტეპანენკო და ალექსანდრე ლუკიანოვი, „როსია სეგოდნიას“ აღმასრულებელი დირექტორი და რუსეთის ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი კირილ ვიშინსკი. ნამუშევრები ასევე შეაფასეს RT-ს სამხედრო კორესპონდენტებმა ვალენტინ გორშენინმა, მურად გაზდიევმა, სარგონ ხადაიამ, სემიონ სენდეროვმა, RT Arabic-ის ჟურნალისტმა სალამ მუსაფირმა და RT Balkan-ის მთავარმა რედაქტორმა ელენა მილინჩიჩმა.
პირველ წელს ჯილდოები გადაეცათ კონკურსანტებს ერაყიდან, ირლანდიიდან და სინგაპურიდან. 2019 წელს რუსეთის, აშშ-ის, იტალიისა და ინდოეთის წარმომადგენლები გახდნენ ლაურეატები. 2020 წელს ჯილდო მიიღეს სამხედრო კორესპონდენტებმა რუსეთიდან, სირიიდან და ინდოეთიდან. 2021 წლის ჯილდოს გამარჯვებულები არიან სამხედრო კორესპონდენტები რუსეთიდან, შეერთებული შტატებიდან და იემენიდან.
Khaled Alkhateb International Memorial Awards 25 წლის ჟურნალისტის, ხალიდ ალხათების ხსოვნის საპატივცემულოდ დაწესდა, რომელიც 2017 წელს სირიის პროვინცია ჰომსში ბოევიკების მიერ სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა. ხალედი აშუქებდა ბრძოლებს სირიის სამთავრობო ძალებსა და ტერორისტებს შორის. 2018 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც ხალედ ალხათები სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა მედლით მამაცობისთვის, რომელიც მის ოჯახს გადაეცა პრემიით პირველი დაჯილდოების ცერემონიალზე.
ყველა ახალი ამბავი
0