ქვემო ქართლის სოფლებს უწყვეტი წყალმომარაგება ექნებათ

© United Water Supply Companyუწყვეტი წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოები ქვემო ქართლში
უწყვეტი წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოები ქვემო ქართლში - Sputnik საქართველო, 1920, 19.12.2022
გამოწერა
თეთრიწყაროს რაიონის 15 სოფელში შესაბამისი სამუშაოების ღირებულება 75 მილიონ ლარს შეადგენს.
თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. ქვემო ქართლის რეგიონის სოფლებში უწყვეტი წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოების 80% შესრულებულია, მთელი პროექტი კი 2023 წლის ბოლოსთვის დასრულდება, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წყალმომარაგების გაერთიანებული კომპანია.
შესაბამისი სამუშაოების ღირებულება თეთრიწყაროს რაიონის 15 სოფელში 75 მილიონი ლარია.

მაწევანი, გოლთეთი, წინწყარო, დიდი დურნუკი, პატარა დურნუკი, ქოთიში, ხაიში, ქოსალარი, ტბისი, ფარცხისი, საღრაშენი, არდისუბანი, ენაგეთი, შავსაყდარი, ასურეთი – ეს ის სოფლებია თეთრიწყაროს რაიონში, რომლებსაც უწყვეტი წყალმომარაგება ექნებათ.

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს მაგისტრალური მილსადენის მშენებლობა, სატუმბი სადგურის, წყალმომარაგების ქსელისა და ყველა აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა. ასევე რეაბილიტაცია უტარდება არსებულ რეზერვუარსა და სათავე ნაგებობას.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პროექტი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე, 2023 წლის ბოლოს დასრულდება და 15.000-ზე მეტი ბენეფიციარი 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი და თეთრიწყაროს მერი გიორგი წიკლაური.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0