ქართველი ძალოსნები კოლუმბიიდან სამშობლოში დაბრუნდნენ

© Georgian Weightlifting Federationსაქართველოს ძალოსნობის ნაკრები
საქართველოს ძალოსნობის ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 19.12.2022
გამოწერა
ლაშა ტალახაძის სამი ოქროს გარდა, მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ორი ვერცხლის მედალი გიორგი ჩხეიძემ მოუტანა.
თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. ქართველმა ძალოსნებმა კოლუმბიაში მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა წარმატებით დაასრულეს და სამშობლოში დაბრუნდნენ.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სპორტსმენებს ოჯახის წევრები, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის წარმომადგენლები, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია და სპორტის გულშემატკივრები დახვდნენ.
© Georgian Weightlifting Federationლაშა ტალახაძე
Сборная Грузии по тяжелой атлетике вернулась на родину с чемпионата мира в Боготе - Sputnik საქართველო, 1920, 19.12.2022
ლაშა ტალახაძე
გიორგი ასანიძის მიერ გაწვრთნილმა ნაკრებმა სამი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი, ასევე პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის სალიცენზიო ქულები მოიპოვა. საქართველოს ნაკრებმა ქულების რაოდენობით მეორე, ხოლო მედლების რაოდენობით მესამე გუნდური ადგილი დაიკავა.
მიღწევებს შორის მთავარი ლაშა ტალახაძის მედალია – ლაშა ტალახაძემ სამი ოქროს მედალი მოიპოვა და ზედიზედ მეექვსედ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი. ქართველმა გოლიათმა ატაცში 215, აკვრაში კი 251 კილოგრამი დააფიქსირა და ორჭიდის ჯამში 466 კგ-ით გაიმარჯვა.
© Georgian Weightlifting Federationგიორგი ასანიძე და გიორგი ჩხეიძე
Сборная Грузии по тяжелой атлетике вернулась на родину с чемпионата мира в Боготе - Sputnik საქართველო, 1920, 19.12.2022
გიორგი ასანიძე და გიორგი ჩხეიძე
გიორგი ჩხეიძემ ნაკრებს ორი ვერცხლი მოუტანა და ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ქალაქ ბოგოტაში გამართულ ჩემპიონატში 93 ქვეყნიდან 537 სპორტსმენი (270 ქალი და 267 მამაკაცი) მონაწილეობდა. საქართველო ტურნირზე 10 სპორტსმენით წარდგა.
ყველა ახალი ამბავი
0