https://sputnik-georgia.com/20221219/naser-qanani-iran-rusetis-urtiertoba-273187373.html
თეირანის პასუხი ვაშინგტონს: ირანი ნებართვას არავის დაეკითხება
თეირანის პასუხი ვაშინგტონს: ირანი ნებართვას არავის დაეკითხება
თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. ირანი არავის დაეკითხება ნებართვას რუსეთთან ურთიერთობების გაფართოებაზე, განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს... 19.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-19T11:23+0400
2022-12-19T11:23+0400
2022-12-19T16:03+0400
მსოფლიო დღეს
საერთაშორისო პანორამა
მსოფლიოში
ირანი
აშშ
პოლიტიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/15/249259548_0:257:2731:1793_1920x0_80_0_0_08f69a9f36fa184322bbf69f6985771f.jpg
თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. ირანი არავის დაეკითხება ნებართვას რუსეთთან ურთიერთობების გაფართოებაზე, განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ნასერ ქანანიმ.როგორც გამოცემა The Times of Israel წერს, ქანანიმ ასე უპასუხა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) თავმჯდომარის უილიამ ბერნსის განცხადებას, რომლის თქმით, ირანსა და რუსეთს შორის სამხედრო თანამშრომლობა რეალურ საფრთხეს უქმნის აშშ-ის მოკავშირეებს ახლო აღმოსავლეთში.ირანელმა დიპლომატმა ბერნსის განცხადებას უსაფუძვლო უწოდა და აღნიშნა, რომ ეს „ირანის წინააღმდეგ აშშ-ის პროპაგანდისტული ომის“ ნაწილია.მისი თქმით, „ამერიკელი ოფიციალური პირები კვლავაც განაგრძობენ უსაფუძვლო პოლიტიკური პრეტენზიების გამოთქმასა და უკანონო მოქმედებებს ირანის წინააღმდეგ, რითაც თავდაცვის ჩვეულებრივ საშუალებებსა და რუსეთ-ირანის სამხედრო თანამშრომლობას ეჭვქვეშ აყენებენ“.მანამდე, მიმდინარე წლის ზაფხულში ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა ირანისგან კამიკაძე-დრონები — Shahed-136 და Mohajer-6 შეიძინა უკრაინის წინააღმდეგ გამოსაყენებლად. ირანის ხელისუფლება დიდი ხნის განმავლობაში არ აღიარებდა ამ ფაქტს და მათ უკრაინას ერთობლივი გამოძიების ჩატარებაც კი შესთავაზეს. თუმცა ნოემბერში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანმა აღიარა, რომ თეირანმა მოსკოვს ნამდვილად მიაწოდა მცირე რაოდენობით დრონები, თუმცა ეს უკრაინაში „სამხედრო სპეცოპერაციის“ დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე მოხდა.
ირანი
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/15/249259548_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_733eeb0b9009489c6f9429443a841a3f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საერთაშორისო პანორამა, მსოფლიოში, ირანი , აშშ , პოლიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
საერთაშორისო პანორამა, მსოფლიოში, ირანი , აშშ , პოლიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. ირანი არავის დაეკითხება ნებართვას რუსეთთან ურთიერთობების გაფართოებაზე, განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ნასერ ქანანიმ.
როგორც გამოცემა
The Times of Israel წერს, ქანანიმ ასე უპასუხა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) თავმჯდომარის უილიამ ბერნსის განცხადებას, რომლის თქმით, ირანსა და რუსეთს შორის სამხედრო თანამშრომლობა რეალურ საფრთხეს უქმნის აშშ-ის მოკავშირეებს ახლო აღმოსავლეთში.
ირანელმა დიპლომატმა ბერნსის განცხადებას უსაფუძვლო უწოდა და აღნიშნა, რომ ეს „ირანის წინააღმდეგ აშშ-ის პროპაგანდისტული ომის“ ნაწილია.
„თეირანი თავისი საგარეო ურთიერთობების დარეგულირებაში დამოუკიდებლად მოქმედებს და არავის ეკითხება ნებართვას. <...> ირანსა და რუსეთს შორის თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროებში, თავდაცვის ჩათვლით, საერთო ინტერესების ფარგლებში ფართოვდება და არ არის მიმართული რომელიმე მესამე ქვეყნის წინააღმდეგ“, — ნათქვამია ქანანის განცხადებაში.
მისი თქმით, „ამერიკელი ოფიციალური პირები კვლავაც განაგრძობენ უსაფუძვლო პოლიტიკური პრეტენზიების გამოთქმასა და უკანონო მოქმედებებს ირანის წინააღმდეგ, რითაც თავდაცვის ჩვეულებრივ საშუალებებსა და რუსეთ-ირანის სამხედრო თანამშრომლობას ეჭვქვეშ აყენებენ“.
მანამდე, მიმდინარე წლის ზაფხულში ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა ირანისგან კამიკაძე-დრონები — Shahed-136 და Mohajer-6 შეიძინა უკრაინის წინააღმდეგ გამოსაყენებლად. ირანის ხელისუფლება დიდი ხნის განმავლობაში არ აღიარებდა ამ ფაქტს და მათ უკრაინას ერთობლივი გამოძიების ჩატარებაც კი შესთავაზეს. თუმცა ნოემბერში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანმა აღიარა, რომ თეირანმა მოსკოვს ნამდვილად მიაწოდა მცირე რაოდენობით დრონები, თუმცა ეს უკრაინაში „სამხედრო სპეცოპერაციის“ დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე მოხდა.