მებაჟეებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

© Investigation Service of the Ministry of Finance of Georgiaოქროს ნაკეთობები
ოქროს ნაკეთობები - Sputnik საქართველო, 1920, 19.12.2022
გამოწერა
ამოღებული ნაკეთობების საერთო საბაჟო ღირებულება 20 ათას ლარს აღემატება.
თბილისი, 19 დეკემბერი – Sputnik. მებაჟეებმა საქართველოს საზღვარზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ოთხი ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
სამართალდარღვევის ფაქტი „სადახლოს“ საბაჟო-გამშვებ პუნქტში გამოვლინდა.
უწყების ცნობით, მებაჟე-ოფიცრებმა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების ფიზიკური და კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს, რომლის საერთო წონამ 227,83 გრამი შეადგინა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით დაეკისრათ ფულადი ჯარიმა – ჯამში 20.648,95 ლარი.
ყველა ახალი ამბავი
0