მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

კურიერის შეცდომა: ქალს ფეხსაცმელების ნაცვლად მთელი კოლოფი მარიხუანა მიუტანეს

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 19.12.2022
გამოწერა
თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. ქალმა, რომელსაც კურიერმა შეცდომით მთელი კოლოფი მარიხუანა მიუტანა, მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ნარკოტიკების დამკვეთი დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ყაზახეთის აბაის ოლქში მოხდა.
როგორც ირკვევა, 59 წლის ქალმა ინტერნეტით ფეხსაცმელები გამოიწერა, მაგრამ მის ნაცვლად „მწვანე ფერის უცნობი ნივთიერებით პირთამდე სავსე კოლოფი“ მიიღო. შიგთავსის ნახვის შემდეგ მან პოლიციაში დარეკა და მომხდარის თაობაზე შეატყობინა.
ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ქალმა აცნობა, რომ ამასობაში მასთან ვიღაც მამაკაცს დაერეკა და კოლოფების გაცვლა შეეთავაზებინა. ქალი შეხვედრა-გაცვლაზე დაეთანხმა მას, პოლიციამ კი ჩასაფრება მოაწყო და ნარკოტიკების დამკვეთი ადგილზე დააკავა.
ეს 34 წლის უმუშევარი მამაკაცი აღმოჩნდა, რომლის ბინაშიც სამართალდამცველებმა კიდევ ოთხი მსგავსი კოლოფი იპოვეს. ყუთები სპეციფიკური სუნის მცენარეული ფხვნილით იყო სავსე, რომელიც საბოლოოდ, ექსპერტიზის დასკვნით, გამხმარი მარიხუანა აღმოჩნდა. ნარკოტიკის საერთო წონა 72,2 კგ იყო.
ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, დაკავებული კი დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.
ყველა ახალი ამბავი
0