პუტინმა არამეგობარი ქვეყნების მზღვეველებთან გარიგების დადების უფლება გასცა

  - Sputnik საქართველო, 1920, 19.12.2022
გამოწერა
თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ფედერალურ კანონს, რომელიც საშუალებას აძლევს რუსეთის სადაზღვევო კომპანიებს, 2023 წელს გარიგებები გააფორმონ არამეგობარი ქვეყნების მზღვეველებთან, თუ ისინი სურსათისა და მინერალური სასუქების ექსპორტს შეეხება.
აღნიშნული დოკუმენტი რუსეთის სამართლებრივი ინფორმაციის პორტალზეა გამოქვეყნებული.
როგორც სახელმწიფო დუმის საკუთრების, მიწისა და ქონებრივი საკითხების კომიტეტის ხელმძღვანელი სერგეი გავრილოვი ამბობს, კანონის მიზანია რუსი ექსპორტიორებისთვის სადაზღვევო მხარდაჭერის გაწევა მარცვლეულის გარიგების ფარგლებში.
კანონი რუსულ კომპანიებს საშუალებას აძლევს, 2023 წელს ტრანზაქციები გააფორმონ არამეგობრული ქვეყნების დამზღვევებთან, გადამზღვევებთან, ასევე სადაზღვევო ბროკერებთან და მათ მიერ კონტროლირებად სუბიექტებთან. ამასთან, დაიშვება მხოლოდ სურსათისა და მინერალური სასუქების ექსპორტთან დაკავშირებული გარიგებების დადება. სხვა შემთხვევაში „არამეგობრულ“ მზღვეველებთან გარიგებების დადება კვლავაც იკრძალება.
მანამდე, 11 დეკემბერს რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა ვლადიმირ პუტინმა და რეჯეფ ერდოღანმა მარცვლეულის გარიგების ფარგლებში საქონლის ექსპორტის შესაძლო გაფართოებაზე იმსჯელეს. ამავე საკითხზე ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთანაც ისაუბრა.
ყველა ახალი ამბავი
0