საქართველოში 1 იანვრიდან ტექდათვალიერებისას ავტომობილის ხმაურის დონესაც შეამოწმებენ

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 19.12.2022
გამოწერა
ტექდათვალიერებას ვერ გაივლის ავტომობილი, რომლის ხმაურის დონე კონკრეტული მარკის ავტომობილის მწარმოებლისგან დადგენილ ნორმებს აღემატება.
თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. პერიოდული ტექნიკური დათვალიერების რეფორმის ფარგლებში 2023 წლის 1 იანვრიდან ავტომობილებს ხმაურის საშუალო მაჩვენებელზე შეამოწმებენ, იუწყება საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო.

„2019 წლიდან მოყოლებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ხმაურის შემოწმების კომპონენტის შემოწმების ვალდებულება რამდენჯერმე გადავადდა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ზენორმატიული ხმაური უარყოფით გავლენას ახდენს მოსახლეობაზე, განსაკუთრებით ურბანულ პირობებში და ღამის საათებში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წლის 1 იანვრიდან ძალაში შედის ხმაურის შემოწმების ვალდებულება“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

საკანონმდებლო ნორმის თანახმად, ტექდათვალიერებას ვერ გაივლის ის ავტომობილი, რომლის ხმაურის დონე აღემატება იმ დასაშვებ ნორმას, რომელიც მწარმოებელმა კონკრეტული მარკის ავტომობილისთვის დაადგინა.
ტექდათვალიერება საქართველოში 2019 წელს დაწესდა. ამჟამად ავტომობილები, რომლებსაც გადაჰყავთ მგზავრები, მათ შორის ტაქსი, ტექდათვალიერებას გადიან წელიწადში ორჯერ, სატვირთო ავტომობილები და 8 წელზე უფრო ხნიერი მსუბუქი ავტომობილები და პიკაპები – წელიწადში ერთხელ, 4-დან 8 წლამდე მსუბუქი ავტომობილები და პიკაპები – ორ წელიწადში ერთხელ. 4 წლამდე მანქანის ტექდათვალიერება სავალდებულო არ არის.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0