https://sputnik-georgia.com/20221217/tbilissi-qartuli-presis-pirveli-muzeumi-gaixsna-273151421.html
თბილისში ქართული პრესის პირველი მუზეუმი გაიხსნა
თბილისში ქართული პრესის პირველი მუზეუმი გაიხსნა
Sputnik საქართველო
პრესის მუზეუმის მიზანია - ფართო საზოგადოებას გააცნოს ქართული ჟურნალისტიკისა და პუბლიცისტიკის განვითარების ეტაპები 17.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-17T16:22+0400
2022-12-17T16:22+0400
2022-12-17T16:22+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
კულტურა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24838/45/248384535_0:53:1100:672_1920x0_80_0_0_93f1822d73130ab16aedb59b88268432.jpg
თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს პრესის პირველი მუზეუმი გაიხსნა.პრესის მუზეუმის მიზანია, ფართო საზოგადოებას გააცნოს ქართული ჟურნალისტიკისა და პუბლიცისტიკის განვითარების ეტაპები, რის შედეგადაც შეიქმნა საქართველოს უნიკალური პრესა, როგორც უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობა და ქვეყნის ისტორიის განუყოფელი ნაწილი.ღონისძიებაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ. მუზეუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა.დამთვალიერებელი მუზეუმში ნახავს ივანე კერესელიძის, გიორგი ერისთავის, ილია ჭავჭავაძის, ნიკო ნიკოლაძის, სერგეი მესხის და საზოგადო მოღვაწეების გამოცემებს, როგორიცაა ჟურნალები „ცისკარი“, „საქართველოს მოამბე“; გაზეთები: „ივერია“, „დროება“, „ცნობის ფურცელი“, „კვალი“, „გუთნის დედა“ და სხვა. მუზეუმის ექსპონატთა შორისაა პირველი რესპუბლიკის პერიოდისა და საბჭოთა ეპოქის მნიშვნელოვანი გამოცემებიც.პრესის მუზეუმის სივრცეში იქნება როგორც მუდმივი, ისე დროებითი, თემატური გამოფენები. აღნიშნულია, რომ მუზეუმში პერიოდული გამოცემების შენახვისა და დაცვისთვის აუცილებელი ყველა პირობა შექმნილია.პრესის მუზეუმი შეიქმნა ეროვნულ ბიბლიოთეკაში არსებული საქართველოს ეროვნული ბიბლიოგრაფიის საარქივო ფონდის განყოფილების ბაზაზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24838/45/248384535_66:0:1034:726_1920x0_80_0_0_a245d82956b44e4d48ca7539263ef4e4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, კულტურა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, კულტურა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი
თბილისში ქართული პრესის პირველი მუზეუმი გაიხსნა
პრესის მუზეუმის მიზანია - ფართო საზოგადოებას გააცნოს ქართული ჟურნალისტიკისა და პუბლიცისტიკის განვითარების ეტაპები
თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს პრესის პირველი მუზეუმი გაიხსნა.
პრესის მუზეუმის მიზანია, ფართო საზოგადოებას გააცნოს ქართული ჟურნალისტიკისა და პუბლიცისტიკის განვითარების ეტაპები, რის შედეგადაც შეიქმნა საქართველოს უნიკალური პრესა, როგორც უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობა და ქვეყნის ისტორიის განუყოფელი ნაწილი.
ღონისძიებაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ. მუზეუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა.
„საქართველოს პრესის მუზეუმი არის სივრცე , სადაც პირველად იყრის თავს როგორც XIX, ისე XX საუკუნის პრესა, რომელიც ქრონოლოგიურადაა დალაგებული და მნახველს არა მხოლოდ პერიოდიკის, არამედ, ზოგადად, ეპოქის შესახებაც უქმნის შთაბეჭდილებას“, - ნათქვამია ბიბლიოთეკის განცხადებაში.
დამთვალიერებელი მუზეუმში ნახავს ივანე კერესელიძის, გიორგი ერისთავის, ილია ჭავჭავაძის, ნიკო ნიკოლაძის, სერგეი მესხის და საზოგადო მოღვაწეების გამოცემებს, როგორიცაა ჟურნალები „ცისკარი“, „საქართველოს მოამბე“; გაზეთები: „ივერია“, „დროება“, „ცნობის ფურცელი“, „კვალი“, „გუთნის დედა“ და სხვა. მუზეუმის ექსპონატთა შორისაა პირველი რესპუბლიკის პერიოდისა და საბჭოთა ეპოქის მნიშვნელოვანი გამოცემებიც.
პრესის მუზეუმის სივრცეში იქნება როგორც მუდმივი, ისე დროებითი, თემატური გამოფენები. აღნიშნულია, რომ მუზეუმში პერიოდული გამოცემების შენახვისა და დაცვისთვის აუცილებელი ყველა პირობა შექმნილია.
პრესის მუზეუმი შეიქმნა ეროვნულ ბიბლიოთეკაში არსებული საქართველოს ეროვნული ბიბლიოგრაფიის საარქივო ფონდის განყოფილების ბაზაზე.