https://sputnik-georgia.com/20221217/specialuri-sagamoziebo-samsaxuri-policielebis-mimart-moqalaqis-pretenziit-dainteresda-273154065.html
სპეციალური საგამოძიებო სამსახური პოლიციელების მიმართ მოქალაქის პრეტენზიით დაინტერესდა
სპეციალური საგამოძიებო სამსახური პოლიციელების მიმართ მოქალაქის პრეტენზიით დაინტერესდა
Sputnik საქართველო
ირაკლი მილაძემ დაკავების შემდგომ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან განხორციელებულ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით პრეტენზია დააფიქსირა. 17.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-17T18:14+0400
2022-12-17T18:14+0400
2022-12-17T18:14+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1b/259938783_0:302:2071:1467_1920x0_80_0_0_229b601dbf98bf879c248d3980f9ac0d.jpg
თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან მოქალაქის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.უწყების ცნობით, ირაკლი მილაძე პოლიციელებმა 12 დეკემბერს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს. ამის შემდეგ კი იგი მოთავსებული იქნა შსს თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც მან დაკავების შემდგომ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან განხორციელებულ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით პრეტენზია დააფიქსირა.13 დეკემბერს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი დროებითი მოთავსების იზოლატორში გასაუბრების მიზნით ირაკლი მილაძეს შეხვდა, თუმცა მან ინფორმაციის მოწოდებაზე უარი განაცხადა.„მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მათ შორის საგამოძიებო ორგანო სწავლობს დაკავებული მოქალაქის გადაადგილების მარშუტს, დაკავების გარემოებებს და გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტების ამსახველ ვიდეო კამერის ჩანაწერებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.მიმდინარე გამოძიების პერიოდში, სპეციალური საგამოძიებო სამსახური მოქალაქე ირაკლი მილაძის ჩართულობას სისხლის სამართლის საქმეში სრულად უზრუნველყოფს და საქმის ყველა მასალას გააცნობს.უწყება გამოძიების შედეგების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას დამატებით მიაწვდის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1b/259938783_284:294:1854:1472_1920x0_80_0_0_69b05245e5ae3761b71170827e166a73.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს
სპეციალური საგამოძიებო სამსახური პოლიციელების მიმართ მოქალაქის პრეტენზიით დაინტერესდა
ირაკლი მილაძემ დაკავების შემდგომ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან განხორციელებულ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით პრეტენზია დააფიქსირა.
თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან მოქალაქის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
უწყების ცნობით, ირაკლი მილაძე პოლიციელებმა 12 დეკემბერს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს. ამის შემდეგ კი იგი მოთავსებული იქნა შსს თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც მან დაკავების შემდგომ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან განხორციელებულ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით პრეტენზია დააფიქსირა.
13 დეკემბერს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი დროებითი მოთავსების იზოლატორში გასაუბრების მიზნით ირაკლი მილაძეს შეხვდა, თუმცა მან ინფორმაციის მოწოდებაზე უარი განაცხადა.
„მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მათ შორის საგამოძიებო ორგანო სწავლობს დაკავებული მოქალაქის გადაადგილების მარშუტს, დაკავების გარემოებებს და გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტების ამსახველ ვიდეო კამერის ჩანაწერებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
მიმდინარე გამოძიების პერიოდში, სპეციალური საგამოძიებო სამსახური მოქალაქე ირაკლი მილაძის ჩართულობას სისხლის სამართლის საქმეში სრულად უზრუნველყოფს და საქმის ყველა მასალას გააცნობს.
უწყება გამოძიების შედეგების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას დამატებით მიაწვდის.