https://sputnik-georgia.com/20221217/savi-zrva-evropuli-xdeba-zurabisvili-eleqtrokabelis-gayvanis-setanxmebis-xelmoweraze-273154306.html
შავი ზღვა ევროპული ხდება: ზურაბიშვილი ელექტროკაბელის გაყვანის შეთანხმების ხელმოწერაზე
შავი ზღვა ევროპული ხდება: ზურაბიშვილი ელექტროკაბელის გაყვანის შეთანხმების ხელმოწერაზე
Sputnik საქართველო
რუმინეთმა, უნგრეთმა, საქართველომ და აზერბაიჯანმა შავი ზღვის ფსკერზე ელექტროკაბელის გაყვანის შესახებ შეთანხმება ოფიციალურად გააფორმეს 17.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-17T18:54+0400
2022-12-17T18:54+0400
2022-12-17T18:54+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს ენერგეტიკა
ენერგეტიკა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
აზერბაიჯანი
რუმინეთი
უნგრეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/09/265868328_0:590:1600:1490_1920x0_80_0_0_9f44e02ab27d66d45ef42c93fcaa8cdc.jpg
თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ისტორიული ნაბიჯი უწოდა შეთანხმების ხელმოწერას, რომელიც კავკასიას ევროკავშირთან დააკავშირებს, – ასე გამოეხმაურა სახელმწიფოს მეთაური მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სტრატეგიული შეთანხმების ხელმოწერას.საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებმა 17 დეკემბერს ხელი მოაწერეს „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ შეთანხმებას, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანას გულისხმობს.ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი რუმინეთთან უნდა დააკავშიროს. ევროკავშირი პროექტზე 2,3 მლრდ ევროს გამოყოფს. კაბელი აზერბაიჯანსა და საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ევროპაში გაყიდვებს შეუწყობს ხელს.ხელმოწერის ცერემონია გაიმართა ბუქარესტში, სადაც შეიკრიბა ოთხი ქვეყნის ლიდერი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაინენი.დოკუმენტი ოთხი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება. პროექტის მიზანია - ეროვნული და რეგიონული ენერგოუსაფრთხოების გაძლიერება, ელექტრომომარაგების წყაროების დივერსიფიკაცია.
საქართველო
აზერბაიჯანი
რუმინეთი
უნგრეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/09/265868328_0:589:1600:1789_1920x0_80_0_0_93d1e2edf7b9440f9f17f31d156c00c2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს ენერგეტიკა, ენერგეტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, აზერბაიჯანი, რუმინეთი, უნგრეთი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს ენერგეტიკა, ენერგეტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, აზერბაიჯანი, რუმინეთი, უნგრეთი
შავი ზღვა ევროპული ხდება: ზურაბიშვილი ელექტროკაბელის გაყვანის შეთანხმების ხელმოწერაზე
რუმინეთმა, უნგრეთმა, საქართველომ და აზერბაიჯანმა შავი ზღვის ფსკერზე ელექტროკაბელის გაყვანის შესახებ შეთანხმება ოფიციალურად გააფორმეს
თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ისტორიული ნაბიჯი უწოდა შეთანხმების ხელმოწერას, რომელიც კავკასიას ევროკავშირთან დააკავშირებს, – ასე გამოეხმაურა სახელმწიფოს მეთაური მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სტრატეგიული შეთანხმების ხელმოწერას.
საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებმა 17 დეკემბერს ხელი მოაწერეს „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ შეთანხმებას, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანას გულისხმობს.
„მივესალმები მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სტრატეგიული შეთანხმების ხელმოწერას. ეს ისტორიული ნაბიჯია, რომელიც კავკასიას ევროკავშირთან დააკავშირებს. ეს ნიშნავს, რომ ახლა შავი ზღვა ევროპული ზღვა ხდება და ის ხიდია, რომელიც ორივე მხარეს ერთმანეთთან აკავშირებს“, – დაწერა ზურაბიშვილმა.
ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი რუმინეთთან უნდა დააკავშიროს. ევროკავშირი პროექტზე 2,3 მლრდ ევროს გამოყოფს. კაბელი აზერბაიჯანსა და საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ევროპაში გაყიდვებს შეუწყობს ხელს.
ხელმოწერის ცერემონია გაიმართა ბუქარესტში, სადაც შეიკრიბა ოთხი ქვეყნის ლიდერი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაინენი.
დოკუმენტი ოთხი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება. პროექტის მიზანია - ეროვნული და რეგიონული ენერგოუსაფრთხოების გაძლიერება, ელექტრომომარაგების წყაროების დივერსიფიკაცია.