https://sputnik-georgia.com/20221217/saqstati-saqartvelosi-adgilobrivi-turistebis-raodenoba-mcirdeba-273141148.html
საქსტატი: საქართველოში ადგილობრივი ტურისტების რაოდენობა მცირდება
საქსტატი: საქართველოში ადგილობრივი ტურისტების რაოდენობა მცირდება
Sputnik საქართველო
მგზავრობის ძირითადი მიზნები იყო ვიზიტები ნათესავებთან და მეგობრებთან, ასევე შოპინგი. 17.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-17T12:35+0400
2022-12-17T12:35+0400
2022-12-17T12:35+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმი
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23295/78/232957854_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_3e082eff8fc0e99672308781dd6b8b0d.jpg
თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში 2022 წლის მესამე კვარტალში ადგილობრივი ტურისტების რაოდენობა 6,7%-ით შემცირდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.უწყების ცნობით, მესამე კვარტალში 1.286,8 ათასმა საქართველოს მოქალაქემ თვეში საშუალოდ განახორციელა 1.470,8 ათასი ვიზიტი ქვეყნის შიგნით, საიდანაც 774,7 ათასი ტურისტული ვიზიტი იყო.საქართველოში მოგზაური ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი ნაწილი 31-70 წლისაა. მთავარი მიმართულებაა თბილისი, მეორე ადგილზეა იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონი ერთად, მესამეზე – ქვემო ქართლი.2022 წლის მესამე კვარტალში მგზავრობის ძირითადი მიზნები იყო ვიზიტები ნათესავებთან და მეგობრებთან, ასევე შოპინგი და მკურნალობა.მესამე კვარტალში საქართველოს მოქალაქეების საშუალო ყოველთვიური ხარჯები ქვეყნის შიგნით მოგზაურობაზე ტურისტის სახით 346,3 მლნ ლარს შეადგენს, რაც 8%-ით მეტია 2021 წლის ივლისი-სექტემბრის პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან ერთი ადამიანის საშუალო ხარჯი 15,5%-ით გაიზარდა და 235,4 ლარს გაუტოლდა.ხარჯები ძირითადად უკავშირდება საყიდლებს, კვებასა და ტრანსპორტს.ადგილობრივ ტურისტებს შორის 55,4%-ს ქალები შეადგენენ.წყარო - საქსტატი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23295/78/232957854_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_219fb60547aed8f0e8e78e3691a32158.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი, საზოგადოება
საქსტატი: საქართველოში ადგილობრივი ტურისტების რაოდენობა მცირდება
მგზავრობის ძირითადი მიზნები იყო ვიზიტები ნათესავებთან და მეგობრებთან, ასევე შოპინგი.
თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში 2022 წლის მესამე კვარტალში ადგილობრივი ტურისტების რაოდენობა 6,7%-ით შემცირდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
უწყების ცნობით, მესამე კვარტალში 1.286,8 ათასმა საქართველოს მოქალაქემ თვეში საშუალოდ განახორციელა 1.470,8 ათასი ვიზიტი ქვეყნის შიგნით, საიდანაც 774,7 ათასი ტურისტული ვიზიტი იყო.
საქართველოში მოგზაური ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი ნაწილი 31-70 წლისაა. მთავარი მიმართულებაა თბილისი, მეორე ადგილზეა იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონი ერთად, მესამეზე – ქვემო ქართლი.
2022 წლის მესამე კვარტალში მგზავრობის ძირითადი მიზნები იყო ვიზიტები ნათესავებთან და მეგობრებთან, ასევე შოპინგი და მკურნალობა.
მესამე კვარტალში საქართველოს მოქალაქეების საშუალო ყოველთვიური ხარჯები ქვეყნის შიგნით მოგზაურობაზე ტურისტის სახით 346,3 მლნ ლარს შეადგენს, რაც 8%-ით მეტია 2021 წლის ივლისი-სექტემბრის პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან ერთი ადამიანის საშუალო ხარჯი 15,5%-ით გაიზარდა და 235,4 ლარს გაუტოლდა.
ხარჯები ძირითადად უკავშირდება საყიდლებს, კვებასა და ტრანსპორტს.
ადგილობრივ ტურისტებს შორის 55,4%-ს ქალები შეადგენენ.