https://sputnik-georgia.com/20221217/saqartvelosi-avtosadgurebi-da-avtosadgomebi-savalalo-mdgomareobasia-eqsperti-273142220.html
საქართველოში ავტოსადგურები და ავტოსადგომები სავალალო მდგომარეობაშია - ექსპერტი
საქართველოში ავტოსადგურები და ავტოსადგომები სავალალო მდგომარეობაშია - ექსპერტი
Sputnik საქართველო
საქართველოში არის ადგილები, სადაც საქალაქთაშორისო ტრანსპორტი არ მუშაობს და ადამიანებს ძირითადად ტაქსით უწევთ გადაადგილება, ამბობს ექსპერტი 17.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-17T12:05+0400
2022-12-17T12:05+0400
2022-12-17T12:05+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტრანსპორტი საქართველოში
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/01/250765233_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_874769b4ea608c1d9d61b9c97ea5015c.jpg
თბილისი, 17 დეკემბერი - Sputnik. საქართველოში მნიშვნელოვანია საქალაქთაშორისო გადაზიდვების პრობლემა საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს, ვინაიდან ავტოსადგურები და ავტოსადგომები არ აკმაყოფილებს უსაფრთხოების ელემენტარულ ნორმებს, ხოლო მგზავრთა მომსახურების დონე დაბალია, ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” თავმჯდომარემ, გელა კვაშილავამ მედიაჰოლდინგ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.როგორც ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 5 დეკემბერს განაცხადა, მომზადდა კანონპროექტი, რომელიც ავტოსადგურების და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ავტოსადგომების რეგულირებას ეხება. მინისტრის თქმით, ისინი არ აკმაყოფილებენ მომსახურების ხარისხისა და უსაფრთხოების მინიმალურ სტანდარტებს.მისი თქმით, ავტოსადგურებთან, გადამყვანებსა და მომხმარებლებთან დაკავშირებით კონკრეტულად ფუნქციების გაწერა უნდა მოხდეს, თუ ვის რა ვალდებულებები ექნება, რა სტანდარტები უნდა დააკმაყოფილონ, ეფექტიანი კონტროლის მექანიზმი შემუშავდეს, რითაც ამ სამ ელემენტზე ზედამხედველობა მოხდება.„როცა მგზავრებსაც ექნებათ პრეტენზიები, მათაც უნდა ჰქონდეთ საშუალება, შესაბამის სამსახურს მიმართონ და ამ ყველაფერზე რეაგირება მოხდეს. ბუნებრივია, ისე უნდა გადაწყდეს, რომ არავის უფლება დაირღვეს. რაც მთავარია, როცა მგზავრებსაც ექნებათ პრეტენზიები, მათაც უნდა ჰქონდეთ საშუალება, შესაბამის სამსახურს მიმართონ და ამ ყველაფერზე რეაგირება მოხდეს“, - განაცხადა კვაშილავამ.ექსპერტის მოსაზრებით, მნიშვნელოვან პრობლემას საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა წარმოადგენს.ექსპერტი მიესალმება ახალ კანონპროექტს და მიიჩნევს, რომ სისტემა უნდა მოწესრიგდეს, უნდა „ეკონომიკაში ჩაჯდეს, ავტოსადგურებსა და გადამყვანებს შორის გამიჯვნა მოხდეს, ავტოსადგურებს მომსახურებაზე გარკვეული ზღვარი უნდა დაუწესდეთ“.მისი თქმით, ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, უსაფრთხოების კუთხით თუ უფრო მეტი აქცენტი გაკეთდება. განხილვის ეტაპზე კიდევ სხვა პრობლემებიც გამოჩნდება.კვაშილავა აქცენტირებას 2 კომპონენტზე სთავაზობს: უსაფრთხოების კუთხით უფრო მყარი გარანტიები უნდა ჩაიდოს და მეორე ის, რომ არცერთი რეგიონი, დაბა, ქალაქი საზოგადოებრივი, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გარეშე არ უნდა დარჩეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/01/250765233_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_bc58fde9c8b108ee5430ccd07c51d359.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში, საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები, საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში, საქართველოს რეგიონები
საქართველოში ავტოსადგურები და ავტოსადგომები სავალალო მდგომარეობაშია - ექსპერტი
საქართველოში არის ადგილები, სადაც საქალაქთაშორისო ტრანსპორტი არ მუშაობს და ადამიანებს ძირითადად ტაქსით უწევთ გადაადგილება, ამბობს ექსპერტი
თბილისი, 17 დეკემბერი - Sputnik. საქართველოში მნიშვნელოვანია საქალაქთაშორისო გადაზიდვების პრობლემა საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს, ვინაიდან ავტოსადგურები და ავტოსადგომები არ აკმაყოფილებს უსაფრთხოების ელემენტარულ ნორმებს, ხოლო მგზავრთა მომსახურების დონე დაბალია, ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” თავმჯდომარემ, გელა კვაშილავამ მედიაჰოლდინგ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 5 დეკემბერს განაცხადა, მომზადდა კანონპროექტი, რომელიც ავტოსადგურების და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ავტოსადგომების რეგულირებას ეხება. მინისტრის თქმით, ისინი არ აკმაყოფილებენ მომსახურების ხარისხისა და უსაფრთხოების მინიმალურ სტანდარტებს.
„საქალაქთაშორისო გადაყვანების მოწესრიგება ტრანსპორტის სფეროში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა იმის გათვალისწინებით, რომ ავტოსადგურების შენობა, ინფრასტრუქტურა ძალიან მოუწესრიგებელია, ავტოპარკიც გაუმართავია“, - განაცხადა კვაშილავამ.
მისი თქმით, ავტოსადგურებთან, გადამყვანებსა და მომხმარებლებთან დაკავშირებით კონკრეტულად ფუნქციების გაწერა უნდა მოხდეს, თუ ვის რა ვალდებულებები ექნება, რა სტანდარტები უნდა დააკმაყოფილონ, ეფექტიანი კონტროლის მექანიზმი შემუშავდეს, რითაც ამ სამ ელემენტზე ზედამხედველობა მოხდება.
„როცა მგზავრებსაც ექნებათ პრეტენზიები, მათაც უნდა ჰქონდეთ საშუალება, შესაბამის სამსახურს მიმართონ და ამ ყველაფერზე რეაგირება მოხდეს. ბუნებრივია, ისე უნდა გადაწყდეს, რომ არავის უფლება დაირღვეს. რაც მთავარია, როცა მგზავრებსაც ექნებათ პრეტენზიები, მათაც უნდა ჰქონდეთ საშუალება, შესაბამის სამსახურს მიმართონ და ამ ყველაფერზე რეაგირება მოხდეს“, - განაცხადა კვაშილავამ.
ექსპერტის მოსაზრებით, მნიშვნელოვან პრობლემას საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა წარმოადგენს.
„მაგალითად, საქართველოში არის ადგილები, სადაც საქალაქთაშორისო ტრანსპორტი არ ფუნქციონირებს და ადამიანებს გადაადგილება, ძირითადად, ტაქსით უწევთ, რაც, ბუნებრივია, ძვირი უჯდებათ. ჩემი მთავარი რეკომენდაცია ის არის, რომ როცა პროცესი დაიწყება, ამან მთელი ქვეყანა უნდა მოიცვას“, - განაცხადა კვაშილავამ.
ექსპერტი მიესალმება ახალ კანონპროექტს და მიიჩნევს, რომ სისტემა უნდა მოწესრიგდეს, უნდა „ეკონომიკაში ჩაჯდეს, ავტოსადგურებსა და გადამყვანებს შორის გამიჯვნა მოხდეს, ავტოსადგურებს მომსახურებაზე გარკვეული ზღვარი უნდა დაუწესდეთ“.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, უსაფრთხოების კუთხით თუ უფრო მეტი აქცენტი გაკეთდება. განხილვის ეტაპზე კიდევ სხვა პრობლემებიც გამოჩნდება.
კვაშილავა აქცენტირებას 2 კომპონენტზე სთავაზობს: უსაფრთხოების კუთხით უფრო მყარი გარანტიები უნდა ჩაიდოს და მეორე ის, რომ არცერთი რეგიონი, დაბა, ქალაქი საზოგადოებრივი, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გარეშე არ უნდა დარჩეს.