https://sputnik-georgia.com/20221217/saqartvelosi-arafxizel-mdgomareobasi-avtomobilis-martvistvis-sasjeli-gamkacrda-273155465.html
საქართველოში არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვისთვის სასჯელი გამკაცრდა
საქართველოში არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვისთვის სასჯელი გამკაცრდა
Sputnik საქართველო
ხელისუფლებამ გადაწყვიტა კანონმდებლობის გამკაცრება, რათა შემცირდეს ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა გზებზე. 17.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-17T21:14+0400
2022-12-17T21:14+0400
2022-12-19T12:22+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
ვითარება გზებზე
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24357/24/243572415_0:0:2001:1125_1920x0_80_0_0_b7a433056e879c626701c587b2b81271.jpg
თბილისი, 17 დეკემბერი - Sputnik. ცვლილებები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლებიც გულისხმობს სასჯელის გამკაცრებას ალკოჰოლური სიმთვრალისას ავტომანქანის მართვის გამო, უკვე მიღებულია და ძალაში 27 დეკემბერს შევა.ახლა საქართველოში მოქმედებს 3 ათას ლარიანი ჯარიმა ან 10-დან 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა იმ მძღოლებისთვის, რომლებიც უარს ამბობენ ალკოტესტის გავლაზე.გარდა ამისა, ცვლილებების თანახმად, ნასვამ მდგომარეობაში მართვისთვის 2 ათას ლარიანი ჯარიმა ეკისრება იმ მძღოლებს, რომლებსაც უკვე ჩამერთვათ მართვის უფლება ნასვამ მდგომარეობაში მართვის გამო, მაგრამ მაინც მართავდნენ ავტოსატრანსპორტო საშუალებას ნასვამ მდგომარეობაში.გარდა ამისა, 2 ათასი ლარის ჯარიმა და მართვის მოწმობის ჩამორთმევა ელოდება არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ მძღოლს, თუ მის მიერ ავტომობილის მართვამ გამოიწვია პირის, ტვირთის, გზის, საგზაო ინფრასტრუქტურის, შენობის ან ქონების უმნიშვნელო ზიანი.ამავდროულად, კანონში გაჩნდა დათქმა, რომ ალკოჰოლზე განმეორებითი ტესტირებისას, რომელიც მძღოლს შეუძლია მოითხოვოს შემოწმებიდან ორი საათის განმავლობაში, უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ სისხლში ალკოჰოლის კონცენტრაცია ერთ საათში 0,15 პრომილეთი მცირდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24357/24/243572415_65:0:1846:1336_1920x0_80_0_0_896d335c28f51a43719bcceb447891cb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ვითარება გზებზე, ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ვითარება გზებზე, ტრანსპორტი საქართველოში
საქართველოში არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვისთვის სასჯელი გამკაცრდა
21:14 17.12.2022 (განახლებულია: 12:22 19.12.2022) ხელისუფლებამ გადაწყვიტა კანონმდებლობის გამკაცრება, რათა შემცირდეს ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა გზებზე.
თბილისი, 17 დეკემბერი - Sputnik. ცვლილებები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლებიც გულისხმობს სასჯელის გამკაცრებას ალკოჰოლური სიმთვრალისას ავტომანქანის მართვის გამო, უკვე მიღებულია და ძალაში 27 დეკემბერს შევა.
ახლა საქართველოში მოქმედებს 3 ათას ლარიანი ჯარიმა ან 10-დან 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა იმ მძღოლებისთვის, რომლებიც უარს ამბობენ ალკოტესტის გავლაზე.
გარდა ამისა, ცვლილებების თანახმად, ნასვამ მდგომარეობაში მართვისთვის 2 ათას ლარიანი ჯარიმა ეკისრება იმ მძღოლებს, რომლებსაც უკვე ჩამერთვათ მართვის უფლება ნასვამ მდგომარეობაში მართვის გამო, მაგრამ მაინც მართავდნენ ავტოსატრანსპორტო საშუალებას ნასვამ მდგომარეობაში.
გარდა ამისა, 2 ათასი ლარის ჯარიმა და მართვის მოწმობის ჩამორთმევა ელოდება არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ მძღოლს, თუ მის მიერ ავტომობილის მართვამ გამოიწვია პირის, ტვირთის, გზის, საგზაო ინფრასტრუქტურის, შენობის ან ქონების უმნიშვნელო ზიანი.
ამავდროულად, კანონში გაჩნდა დათქმა, რომ ალკოჰოლზე განმეორებითი ტესტირებისას, რომელიც მძღოლს შეუძლია მოითხოვოს შემოწმებიდან ორი საათის განმავლობაში, უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ სისხლში ალკოჰოლის კონცენტრაცია ერთ საათში 0,15 პრომილეთი მცირდება.