https://sputnik-georgia.com/20221217/qutaissi-mtvralma-mamakacebma-avtobusis-gataceba-mgzavrebianad-scades-273146089.html
ქუთაისში მამაკაცებმა ავტობუსი მგზავრებიანად გაიტაცეს
ქუთაისში მამაკაცებმა ავტობუსი მგზავრებიანად გაიტაცეს
Sputnik საქართველო
მოწმის სახით დაკითხეს მგზავრები, რომლებიც აცხადებენ, რომ მანამდე ეს ნასვამი ადამიანი ყველას საქეიფოს თავის სახლში ეპატიჟებოდა, რაზეც ყველამ უარი თქვა, წერს... 17.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-17T11:35+0400
2022-12-17T11:35+0400
2022-12-17T11:35+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
ქუთაისი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/04/263381278_0:0:3071:1728_1920x0_80_0_0_5a856e9e688bb6bb1bae9ba7862774eb.jpg
თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. ქუთაისში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირებმა ავტობუსის გაიტაცება სცადეს. იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.ერთ-ერთი პირი საჭესთან დაჯდა და ავტობუსი წაიყვანა, თუმცა ის პოლიციამ რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ დააკავა,შემთხვევა ქუთაისში გუშინ საღამოს მოხდა. დაკავებულის ადვოკატის, არჩილ ნიჟარაძის ინფორმაციით, ავტობუსში მგზავრები იმყოფებოდნენ.„მოკლედ, ვინ არ დამიცავს, ქურდები, ყაჩაღები, მკვლელები, თაღლითები, მძარცველები და ა.შ. მაგრამ ამ წუთებში რა საქმეშიც მომიწია ჩართვა, არა თუ არ მქონია, ასეთი რამ არც კი გამიგია. ტიპი დათვრა და დიდი ავტობუსი გაიტაცა თავის მგზავრებიანად. არ მოგესმათ, დიდი საზოგადოებრივი ავტობუსი თავის მგზავრებიანად. ეხლა პოლიციის განყოფილებაში ვარ და ბრალს უყენებენ, მძარცველიაო. მძარცველი კი არა, მთვრალია, მთვრალი", - დაწერა არჩილ ნიჟარაძემ.ჟურნალისტ დათო ლიკლიკაძის ინფორმაციით, ავტობუსის გამტაცებელი მამაკაცი მგზავრებს სახლში საქეიფოდ ეპატიჟებოდა, რასაც მგზავრებიც ადასტურებენ.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 19-178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვის მცდელობას გულისხმობს. ორივე მამაკაცი დაკავებულია ცხელ კვალზე.წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
საქართველო
ქუთაისი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/04/263381278_147:0:2878:2048_1920x0_80_0_0_a1313dd0083daf345a55d58c38755898.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, ქუთაისი
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, ქუთაისი
ქუთაისში მამაკაცებმა ავტობუსი მგზავრებიანად გაიტაცეს
მოწმის სახით დაკითხეს მგზავრები, რომლებიც აცხადებენ, რომ მანამდე ეს ნასვამი ადამიანი ყველას საქეიფოს თავის სახლში ეპატიჟებოდა, რაზეც ყველამ უარი თქვა, წერს ჟურნალისტი
თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. ქუთაისში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირებმა ავტობუსის გაიტაცება სცადეს. იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ერთ-ერთი პირი საჭესთან დაჯდა და ავტობუსი წაიყვანა, თუმცა ის პოლიციამ რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ დააკავა,
შემთხვევა ქუთაისში გუშინ საღამოს მოხდა. დაკავებულის ადვოკატის, არჩილ ნიჟარაძის ინფორმაციით, ავტობუსში მგზავრები იმყოფებოდნენ.
„მოკლედ, ვინ არ დამიცავს, ქურდები, ყაჩაღები, მკვლელები, თაღლითები, მძარცველები და ა.შ. მაგრამ ამ წუთებში რა საქმეშიც მომიწია ჩართვა, არა თუ არ მქონია, ასეთი რამ არც კი გამიგია. ტიპი დათვრა და დიდი ავტობუსი გაიტაცა თავის მგზავრებიანად. არ მოგესმათ, დიდი საზოგადოებრივი ავტობუსი თავის მგზავრებიანად. ეხლა პოლიციის განყოფილებაში ვარ და ბრალს უყენებენ, მძარცველიაო. მძარცველი კი არა, მთვრალია, მთვრალი", - დაწერა არჩილ ნიჟარაძემ.
ჟურნალისტ დათო ლიკლიკაძის ინფორმაციით, ავტობუსის გამტაცებელი მამაკაცი მგზავრებს სახლში საქეიფოდ ეპატიჟებოდა, რასაც მგზავრებიც ადასტურებენ.
„ტიპმა ავტობუსი გაიტაცა რამდენიმე საათის წინ თავის მგზავრებიანად. დააკავეს და განაცხადა, რომ სახლში მიმყავდა ყველა საქეიფოდო. მოწმის სახით დაკითხეს მგზავრები, რომლებიც აცხადებენ, რომ მანამდე ეს ნასვამი ადამიანი ყველას გვეხვეწებოდა სახლში წამომყევითო და არავინ წავყევითო“, - დაწერა ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 19-178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვის მცდელობას გულისხმობს. ორივე მამაკაცი დაკავებულია ცხელ კვალზე.