კაბელის გაყვანა ევროპის მიმართულებით: რა დაფინანსებას გაიღებს საქართველო

© photo: Sputnik / Annabel_Pთბილისი. ცენტრი
თბილისი. ცენტრი - Sputnik საქართველო, 1920, 17.12.2022
გამოწერა
შავ ზღვაში ჩასატარებელი კვლევებისთვის საქართველო 20 მლნ დოლარის დაფინანსებას გამოყოფს
თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. საქართველო დააფინანსებს შავ ზღვაში ელექტროკაბელის გაყვანისთვის საჭირო გეოლოგიურ კვლევებს, ასევე პროექტის წინასწარ შესწავლას, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებმა 17 დეკემბერს ხელი მოაწერეს „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ შეთანხმებას, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანას გულისხმობს.
„აღნიშნული პროექტის ინიციატორი არის სახელმწიფო, ჯერ კიდევ ორი წლის წინ დაიწყო საქართველოს მთავრობამ ამ პროექტზე მუშაობა, ჩვენ უკვე დაფინანსებული გვაქვს ე.წ. Feasibility Study, წინასწარი შესწავლა პროექტისა, რომლის საწყის ეტაპზე წინასწარმა მონაცემებმა აჩვენა, რომ პროექტი ძალიან წარმატებული შეიძლება იყოს ეკონომიკური და ფინანსური თვალსაზრისით“, - განაცხადა ხუციშვილმა.
მან აღნიშნა, რომ გეოლოგიურ კვლევებს, რომელიც შავ ზღვაში უნდა ჩატარდეს, საქართველო დააფინანსებს 20 მლნ აშშ დოლარის ოდენობით.
ხუციშვილის თქმით, საქართველო იქნება არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ ენერგეტიკული ჰაბიც რეგიონისთვის და ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორიც ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების საკითხში.
ღარიბაშვილი: საქართველო მზად არის შეასრულოს ხიდის როლი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის >>
ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი რუმინეთთან უნდა დააკავშიროს. ევროკავშირი პროექტზე 2,3 მლრდ ევროს გამოყოფს. კაბელი აზერბაიჯანსა და საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ევროპაში გაყიდვებს შეუწყობს ხელს.
ყველა ახალი ამბავი
0