https://sputnik-georgia.com/20221216/uzilobis-naklebad-cnobili-mizezi-273125897.html
ეს ყველამ არ იცის: დადგინდა უძილობის ნაკლებად ცნობილი მიზეზი
ეს ყველამ არ იცის: დადგინდა უძილობის ნაკლებად ცნობილი მიზეზი
Sputnik საქართველო
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. უძილობის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზები — სიბერე, სტრესი, ფსიქიკური პრობლემები, გარკვეული მედიკამენტები და ფარისებრი ჯირკვლის... 16.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-16T17:12+0400
2022-12-16T17:12+0400
2023-08-17T10:48+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
უძილობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/10/273125721_0:446:2047:1597_1920x0_80_0_0_5e58b1d610647ee7722c19d5175d308d.jpg
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. უძილობის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზები — სიბერე, სტრესი, ფსიქიკური პრობლემები, გარკვეული მედიკამენტები და ფარისებრი ჯირკვლის დარღვევებია, თუმცა არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის, აცხადებს ენდოკრინოლოგი და მეტაბოლური დაავადებების სპეციალისტი, დოქტორი საფიე არიკი.მისი თქმით, უძილობა უსერიოზულესი პრობლემაა, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ცხოვრების ხარისხზე და აზიანებს ჯანმრთელობას. გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, მისი მიზეზი შესაძლოა იყოს ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების ნაკლებობა.როგორც სპეციალისტი განმარტავს, ძილის პრობლემა განსაკუთრებით ხშირად იჩენს თავს იმ ადამიანებში, რომლებსაც D ვიტამინი აკლიათ. საქმე ისაა, რომ სწორედ ეს ვიტამინი ახდენს გავლენას ტვინის იმ უბანზე, რომელიც ძილს არეგულირებს და ამასთან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალგაზრდობისა და ძილის ჰორმონის — მელატონინის წარმოქმნაში.გარდა ამისა, სეროტონინისა და მელატონინის დონის დაქვეითებას რკინის დეფიციტიც იწვევს, მათ შორის ბავშვებში. ამიტომ ძილის დარღვევებს ნებისმიერ ასაკში შეიძლება შევხვდეთ.კიდევ ერთი ნივთიერება, რომლის ნაკლებობაც უძილობის განვითარებას უწყობს ხელს — ეს კალციუმია. მის დეფიციტს შედეგად მძიმე დაღლილობის შეგრძნება და ძილის დარღვევა მოსდევს.რა შეიძლება გავაკეთოთ?ბავშვებისთვის და მოზრდილებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიტამინების დონის რეგულარულად შემოწმება, ასევე სამედიცინო გამოკვლევების გავლა.თუ რკინის დეფიციტი და თანმდევი სიმპტომები გამოგივლინდათ, აუცილებელია მიმართოთ სპეციალისტს და გაზარდოთ რკინის შემცველი საკვების მიღება. ამასთან უნდა შეამციროთ ჩაის და კოფეინის მოხმარება.რკინისა და ვიტამინ B12-ის დიდი რაოდენობით მიღების ყველაზე მნიშვნელოვანი გზა ცხოველური საკვების მიღება და დაბალანსებული კვებაა. ამ ელემენტების მარაგს ყველაზე უკეთ წითელი ხორცი და სუბპროდუქტები, ასევე თევზეული და კვერცხი ავსებს. ამ პროდუქტების რაციონში ჩართვით ყოველდღიურად საკმარისი რაოდენობის რკინასა და B12-ს მიიღებთ.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/10/273125721_0:340:2047:1875_1920x0_80_0_0_6e0c41baeadf494322f01b50789ef55f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები, უძილობა
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები, უძილობა
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. უძილობის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზები — სიბერე, სტრესი, ფსიქიკური პრობლემები, გარკვეული მედიკამენტები და ფარისებრი ჯირკვლის დარღვევებია, თუმცა არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის,
აცხადებს ენდოკრინოლოგი და მეტაბოლური დაავადებების სპეციალისტი, დოქტორი საფიე არიკი.
მისი თქმით, უძილობა უსერიოზულესი პრობლემაა, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ცხოვრების ხარისხზე და აზიანებს ჯანმრთელობას. გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, მისი მიზეზი შესაძლოა იყოს ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების ნაკლებობა.
ეს ვიტამინებია: D, B12, B6, B2. მათ დეფიციტს უძილობის გამოწვევა მხოლოდ ზრდასრულებში კი არა, ბავშვებშიც კი შეუძლია.
როგორც სპეციალისტი განმარტავს, ძილის პრობლემა განსაკუთრებით ხშირად იჩენს თავს იმ ადამიანებში, რომლებსაც D ვიტამინი აკლიათ. საქმე ისაა, რომ სწორედ ეს ვიტამინი ახდენს გავლენას ტვინის იმ უბანზე, რომელიც ძილს არეგულირებს და ამასთან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალგაზრდობისა და ძილის ჰორმონის — მელატონინის წარმოქმნაში.
გარდა ამისა, სეროტონინისა და მელატონინის დონის დაქვეითებას რკინის დეფიციტიც იწვევს, მათ შორის ბავშვებში. ამიტომ ძილის დარღვევებს ნებისმიერ ასაკში შეიძლება შევხვდეთ.
კიდევ ერთი ნივთიერება, რომლის ნაკლებობაც უძილობის განვითარებას უწყობს ხელს — ეს კალციუმია. მის დეფიციტს შედეგად მძიმე დაღლილობის შეგრძნება და ძილის დარღვევა მოსდევს.
ბავშვებისთვის და მოზრდილებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიტამინების დონის რეგულარულად შემოწმება, ასევე სამედიცინო გამოკვლევების გავლა.
თუ რკინის დეფიციტი და თანმდევი სიმპტომები გამოგივლინდათ, აუცილებელია მიმართოთ სპეციალისტს და გაზარდოთ რკინის შემცველი საკვების მიღება. ამასთან უნდა შეამციროთ ჩაის და კოფეინის მოხმარება.
რკინისა და ვიტამინ B12-ის დიდი რაოდენობით მიღების ყველაზე მნიშვნელოვანი გზა ცხოველური საკვების მიღება და დაბალანსებული კვებაა. ამ ელემენტების მარაგს ყველაზე უკეთ წითელი ხორცი და სუბპროდუქტები, ასევე თევზეული და კვერცხი ავსებს. ამ პროდუქტების რაციონში ჩართვით ყოველდღიურად საკმარისი რაოდენობის რკინასა და B12-ს მიიღებთ.