საახალწლო ღონისძიებები ბავშვებისთვის - პროგრამა

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
  - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2022
გამოწერა
ბავშვებს ყოველთვის განსაკუთრებით უხარიათ ახალი წელი, რადგან ეს არის სასწაულების და სურვილების ასრულების დრო. ამიტომაც ჩვენ, უფროსები უნდა ვეცადოთ, რომ ეს დღესასწაული მათთვის კიდევ უფრო დასამახსოვრებელი და საინტერესო გახდეს.
Sputnik-საქართველო მკითხველს იმ ღონისძიებების აფიშას სთავაზობს, რომლებიც სადღესასწაულო დღეებში თბილისში გაიმართება.
გასართობი ღონისძიებები
საშობაო ბაზრობა – Fabrika, 24-25 დეკემბერი;
ტორესა მოსის წიგნის მიხედვით აუდიოვიზუალური შოუ - აუდიოვიზუალური მუზეუმი Holoseum, 19 დეკემბრიდან 19 იანვრის ჩათვლით;
საშობაო ორცხობილების მასტერ-კლასი - Happy Kids Art Club, 24 დეკემბერი, 15:00;
კონცერტი „ბასტი-ბუბუ“, „პინოქიოს თავგადასავალი“ - თბილისის საკონცერტო დარბაზი (ფილარმონია), 2 იანვარი, 16:00, 19:00;
საახალწლო პროგრამა Experimentorium-ში – 10 დეკემბრიდან;
ცირკი „საახალწლო კარნავალი“ – 24, 25, 28-30 დეკემბერი, 2-4 იანვარი;
„ჟოზეს საახალწლო კონცერტი“ - კინოთეატრი „ამირანი“, 23-25 დეკემბერი
თეატრები
ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი
„მზეთუნახავი და ურჩხული" – 24, 28 დეკემბერი, 3, 7, 12 იანვარი;
„შვლის ნუკრის ნაამბობი" – 24 დეკემბერი;
„საშობაო სიმღერა" – 25, 27, 28 დეკემბერი, 2, 3, 6, 7, 13 იანვარი;
„სამი გოჭი" – 25, 29, 30 დეკემბერი, 2, 5 იანვარი;
„რწყილი და ჭიანჭველა" – 28, 30 დეკემბერი, 4 იანვარი;
„ალადინი" – 29 დეკემბერი, 4, 5 იანვარი;
"ფრთხილად, ადამსები!" – 30 დეკემბერი;
"თაგვები და ყველი" - 5 იანვარი;
„წითელქუდა" – 6, 14 იანვარი;
„სევილიელი დალაქი" – 7 იანვარი;
„წითელი ფეხსაცმელი და კალის ჯარისკაცი" – 8, 13 იანვარი;
„მე ვხედავ მზეს" – 10 იანვარი;
„მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" – 11 იანვარი.
გრიბოედოვის თეატრი
„ბედის საჩუქარი" – 25-27 დეკემბერი, 8-10 იანვარი;
„ფრთები ნამცეცასათვის" – 28 დეკემბერი;
„კარლსონის თავგადასავალი" – 29 დეკემბერი, 7 იანვარი;
„მაუგლი" – 30 დეკემბერი, 6 იანვარი;
„თოვლის დედოფალი" – 3-5 იანვარი.
რუსთაველის თეატრი
„პატარა უფლისწული" – 25-30 დეკემბერი, 3-14 იანვარი.
ყველა ახალი ამბავი
0