დაიხედეთ ფრჩხილებზე: მეცნიერებმა დაადგინეს, რაზე მეტყველებს მათი ფორმა და ფერი

© Pixabay / Kristina Norქალის ხელები
ქალის ხელები - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2022
გამოწერა
НовостиTelegram
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ფრჩხილები არა მხოლოდ ძვლების, არამედ ბევრი სხვა დაავადების შესახებ იძლევა ინფორმაციას, თანაც მანამ, სანამ სიმპტომები თავს იჩენს.
ძველი ინდოეთის ხალხები მიიჩნევდნენ, რომ ფრჩხილები – ძვლების სარკეა, და რომ მათით შეიძლება დადგინდეს, რა მდგომარეობაში აქვს ადამიანს ძვლები.
ვნახოთ, რაზე შეიძლება მიგვანიშნებდეს ფრჩხილის ფერი თუ ფორმა:
თეთრი წერტილები ფრჩხილებზე შესაძლოა მიუთითებდეს თუთიისა და კალციუმის ნაკლებობაზე ორგანიზმში;
კოჟრი ან ხორცმეტი ფრჩხილზე უჩნდებათ ადამიანებს, რომლებსაც ფილტვების ქრონიკული დაავადება აქვთ;
თუ ფრჩხილი თუთიყუშის ნისკარტივითაა მომრგვალებული, ე.ი. ადამიანს ქრონიკული ხველება აწუხებს;
გირჩის ფორმის ფჩხილი მიანიშნებს, რომ მფლობელს სუსტი გული ან ფილტვები აქვს;
თუ ფრჩხილზე სიგრძივი ზოლები გაგიჩნდათ, მაშინ აუცილებლად უნდა მიმართოთ გასტროენტეროლოგს, ვინაიდან ეს პირდაპირ მიანიშნებს საკვების ცუდად ათვისებაზე;
ნახვრეტები ფრჩხილზე ელენთის პათოლოგიაზე მეტყველებს;
თუ ფრჩხილის ძირი თეთრია, ოღონდ მუქი ზოლებით, ეს, შესაძლოა, ღვიძლის პრობლემაზე, მაგალითად, ჰეპატიტზე მიანიშნებდეს;
ყვითელი ფრჩხილები — თუ სოკოვან დაავადებას გამოვრიცხავთ, ეს, შესაძლოა, ფარისებრი ჯირკვლის მძიმე დაავადებაზე, ფილტვების პრობლემაზე, დიაბეტზე ან ფსორიაზზე მეტყველებდეს;
ცისფერი ან იისფერი ფრჩხილი გატყობინებთ, რომ ორგანიზმს ჟანგბადი აკლია. გარდა ამისა, თუ ის ძირში გაცისფრდა, ეს შესაძლოა დიაბეტის ნიშანი იყოს;
სუსტი, მსხვრევადი ფრჩხილები ღრმა, გრძელი ნაპრალებით, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებაზე მიუთითებს;
ფრჩხილებს ქვეშ მუქი ზოლები — სასწრაფოდ უნდა გამოიკვლიოთ, ვინაიდან ეს შესაძლოა მელანომით, კანის კიბოს ყველაზე საშიში ფორმით იყოს გამოწვეული;
ფრჩხილის კლაკნილი ზედაპირი შესაძლოა ფსორიაზის ან ანთებითი ართრიტის ადრეული ნიშანი იყოს...
ამასთან, ამერიკის დერმატოლოგიური ასოციაციის მონაცემებით, როდესაც ფრჩხილებქვეშ ხიჭვების მსგავსი მუქი ზოლები (სისხლჩაქცევები) ჩნდება, ეს შეიძლება ქოლესტერინის მაღალი დონის მაჩვენებელი იყოს, რაც, თავის მხრივ, მიანიშნებს ადამიანის გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებისადმი მიდრეკილებაზე.
ყველა ახალი ამბავი
0