ფულადი გადმორიცხვები საქართველოში კვლავ იზრდება - ახალი მონაცემები

CC BY 2.0 / Tax Credits / Cash Machineდოლარის კუპიურები
დოლარის კუპიურები - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2022
გამოწერა
2022 წლის ნოემბერში რუსეთიდან გადმორიცხვები ცხრაჯერ გაიზარდა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით.
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2022 წლის იანვარი–ნოემბერში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლთან შედარებით, 81%-ით გაიზარდა და 3.837,2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე.
ფულადი გზავნილების მოცულობით რუსეთი ლიდერობს, რომელიც გასულ წელს რამდენიმე თვის განმავლობაში პირველობას იტალიას უთმობდა.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა საქართველოში – 2022 წლის იანვარი–ნოემბერი

ქვეყანა

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა, %

რუსეთი

1.750,4

470,8

იტალია

388,5

11,7

აშშ

292,8

13,5

საბერძნეთი

203,5

-7,3

ისრაელი

179,9

6,4

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 1.705,3 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 45,6%-ია.
მხოლოდ ნოემბერში გადმორიცხვები რუსეთიდან ცხრაჯერ გაიზარდა წინა წლის ნოემბერთან შედარებით.
საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების საერთო მოცულობა 2022 წლის ნოემბერში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 151,4%-ით გაიზარდა და 521,2 მლნ დოლარი შეადგინა.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა საქართველოში – 2022 წლის ნოემბერი

ქვეყანა

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა, %

რუსეთი

316,1

819,1

იტალია

35,7

11,5

აშშ

28,8

20,0

ყირგიზეთი

19,5

206,5

საბერძნეთი

18,7

-1,6

საქართველოში რუსეთიდან ნოემბერში გადმოირიცხა 316,1 მლნ დოლარი – საერთო მოცულობის 60,7%. 2022 წლის ნოემბერში რუსეთიდან გადმოირიცხა 819,1%-ით მეტი, ვიდრე 2021 წლის ამავე პერიოდში.
რაც შეეხება საქართველოდან გაგზავნილი ვალუტის მოცულობას, 2022 წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 31,4 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2021 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1,1%-ით ნაკლებია.
2022 წლის 11 თვეში საქართველოდან საზღვარგარეთ გადაირიცხა 309,7 მლნ დოლარი, რაც 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 9,2%-ით მეტია.
ყველა ახალი ამბავი
0