პოდმოსკოვიეში თავშესაფრების მოწყობა-აღჭურვა დაიწყეს

© photo: Sputnik / Alexey Maishev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2022
გამოწერა
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. მოსკოვის ოლქში მიმდინარე წლის ბოლომდე მოეწყობა და აღიჭურვება თავშესაფრები მოსახლეობისთვის, განაცხადა რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის რეგიონული სამმართველოს უფროსმა სერგეი პოლეტიკინმა.
მისი თქმით, სამუშაოები, რომლებიც უკვე მიმდინარეობს ყველა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში, 25 დეკემბერისთვის უნდა დასრულდეს.

„ასეთია ოპერატიული შტაბის გადაწყვეტილება. ჩვენი მოსახლეობისთვის არსებობს მარტივი თავშესაფრები მრავალსართულიან სახლებსა და სავაჭრო ცენტრებში, რომლებიც 15 მილიონამდე ადამიანს იტევს“, — აღნიშნა პოლეტიკინმა.

როგორც მან აღნიშნა, ყველა თავშესაფარი აღიჭურვება დასაჯდომი ადგილებით, გაჯეტების დასატენი შტეფსელებით, ელექტროობით და სასმელი წყლით.
„თავშესაფრებში ყოფნა მინიმუმ ერთი საათის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. გამომდინარე საზღვრისპირა სუბიექტების გამოცდილებიდან, ადგილმდებარეობის მაჩვენებლების დაკიდება ჯერ არ გვინდა და არც დავკიდებთ, რათა მოსახლეობა არ ავაღელვოთ“, — განმარტა პოლეტიკენმა.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, პენტაგონის ანონიმმა წარმომადგენელმა ბრიტანულ The Times-თან საუბრისას განაცხადა, რომ ვაშინგტონი მეტად აღარ მოუწოდებს უკრაინულ არმიას, არ მიიტანოს იერიში რუსეთის ტერიტორიაზე, რადგან აშშ-ის ხელისუფლება მოსკოვის მხრიდან ესკალაციებს ნაკლებად ელოდება.
ყველა ახალი ამბავი
0