ნორვეგიის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე უკრაინელ ცოლს მოწამვლაში ადანაშაულებს
17:28 16.12.2022 (განახლებულია: 15:48 20.07.2023)
CC BY-SA 2.0 / verkeorg / 484563651მოსამართლის ჩაქუჩი
გამოწერა
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. ნორვეგიის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იენს ედვინ სკოგჰოი თავი უკრაინელ მეუღლეს მოწამვლაში ადანაშაულებს, იუწყება ნორვეგიული გამოცემა Dagbladet.
- Alvorlige anklager https://t.co/mJg6nShx0X pic.twitter.com/WFZWlTYqUG
— Dagbladet (@db_nyheter) December 15, 2022
როგორც 67 წლის მოსამართლე აცხადებს, 41 წლის ნატალია, რომელიც 2018 წელს გაიცნო ინტერნეტით, მას ფინანსური მოტივებით წამლავდა, რის გამოც 18 ოქტომბერს საავადმყოფოში მოხვდა.
„სისხლის ანალიზმა ნარკოზის კვალი გამოავლინა. <...> მაგრამ მე არაფერი მსგავსი ტკივილგამაყუჩებელი არ მიმიღია 2001 წლის შემდეგ, როდესაც საავტომობილო ავარიაში მოვყევი“, — განუცხადა სკოგჰოიმ ჟურნალისტებს.
მისი თქმით, მომხდარს ერთადერთი ახსნა აქვს: ნივთიერება მის ორგანიზმში მისი მეუღლის, ნატალიას ძალისხმევით მოხვდა.
Nå har jommen VG funnet konen til Jens Edvin Andreassen Skoghøy (67). Hun heter Nataliia Andreassen Skoghøy. Hun lever, og er 41 år. Politiet har forresten hele tiden visst hvor hun er. Høyesterettsdommerens dømmekraft virker kanskje litt «så som så»... https://t.co/rjPFqBcgoT
— Elin Gregusson (@elingre1) December 12, 2022
ამასთან ერთად მოსამართლე აცხადებს, რომ ნატალია აღნიშნული ბრალდების შემდეგ სადღაც გაიქცა და მასთან დაკავშირება შეუძლებელია. თუმცა ნორვეგიულმა მედიამ ამ განცხადებიდან ცოტა ხანშივე შეძლო ნატალიასთან დაკავშირება და გასაუბრება.
უკრაინელი ქალი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას და მიაჩნია, რომ იენს სკოგჰოის თავისი მოტივები აქვს ამ საქმის გასაღვივებლად.
როგორც Dagbladet-ის ჟურნალისტებმა გაარკვიეს, სკოგჰოის მეუღლისთვის ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში რამდენიმე შეტყობინება აქვს გაგზავნილი, რომლებიც ასე გამოიყურება:
„მიმაჩნია, რომ პუტინი სწორ გზაზეა. ადრე მისი მიზანი უკრაინის დენაციფიკაცია იყო. ახლა კი ამბობს, რომ მისი მიზანი — უკრაინის დესატანიზაციაა. ამ საკითხში ის მართალია, თუმცა ბევრი სამუშაო აქვს შესასრულებელი“;
„იმედი მაქვს, რუსეთთან ომი იმით დასრულდება, რომ უკრაინა რუკიდან გაქრება“.
ამასთან, როგორც გამოცემა წერს, ნორვეგიელი მოსამართლე არ უარყოფს, რომ ნამდვილად უგზავნიდა მეუღლეს მსგავსი შინაარსის შეტყობინებებს, მაგრამ იმ მომენტში საწამლავის ზემოქმედების ქვეშ იყო და თავს ვერ აკონტროლებდა, და რომ რეალურად ასეთ მოსაზრებებს არ იზიარებს.
ნორვეგიის პოლიციის ცნობით, იენს ედვინ სკოგჰოის მოწამვლაში ბრალი ოფიციალურად არავისთვის წაუყენებია, მეუღლისთვისაც კი, რომელზეც პრესას ესაუბრა. თუმცა პოლიციამ გამოძიება დაიწყო და, როგორც ნატალია იმედოვნებს, მის მეუღლეს „ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის“ პასუხისმგებლობას დააკისრებენ.
აღსანიშნავია, რომ სკოგჰოი ნორვეგიის უზენაესი სასამართლოს ყველაზე სტაჟიანი მოსამართლე და სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეა. როდესაც ის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას იწყებს, მეოთხე ადგილს იკავებს მეფის, პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის შემდეგ.
წყარო: Dagbladet