ბუმერანგის ეფექტი: ბარელი ნავთობის ფასს 100 დოლარზე პროგნოზირებენ

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2022
გამოწერა
ნატალია დემბინსკაია
ზღვრული ფასების დაწესების შემდეგ ევროპასა და აშშ-ში ნავთობის კოტირებების შემცირებას ელოდებიან. თუმცა ანალიტიკოსები დეფიციტს პროგნოზირებენ. ბაზარი უკვე გრძნობს დისბალანსს: შეთავაზება მცირდება, მოთხოვნა, პირველ რიგში ჩინეთში, იზრდება. საინვესტიციო ბანკების ექსპერტების აზრით, ნედლეული არ გაიაფდება, არამედ ერთი ბარელის ფასი 110 დოლარს მიაღწევს.

თვითშეზღუდვა

რუსული ნავთობის ზღვით ტრანსპორტირების აკრძალვა 5 დეკემბერს ამოქმედდა. გარდა ამისა, ევროკავშირმა, „დიდმა შვიდეულმა“ და ავსტრალიამ შეათანხმეს ნავთობის ფასი – ერთი ბარელი 60 დოლარი. მოსკოვი ინდოეთზე, ჩინეთსა და თურქეთზე გადაერთო.
პრაქტიკულად ჩაირთო დასავლეთში რუსული ენერგორესურსების მიწოდების მთლიანად შეწყვეტის უკუთვლა. OPEC+-ში მეტად შეშფოთებული არიან საბაზრო მექანიზმებში პირდაპირი პოლიტიკური ჩარევის გამო. როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, მოსკოვის პოზიცია წაუგებელია. კერძოდ, რუსეთი შეძლებს მოითხოვოს დამატებითი პრემია ევროკავშირისთვის განკუთვნილი ნედლეულისთვის, მათ შორის, სხვა ქვეყნებიდან ტრანზიტისთვის.
ევროპელები ცდილობენ დეფიციტის შევსებას აშშ-დან, ჩრდილოეთი აფრიკიდან, ახლო აღმოსავლეთიდან. თუმცა არცერთ მომწოდებელს არ შეუძლია ევროკავშირის ბაზრისთვის მოპოვების მკვეთრად გაზრდა.

110 დოლარი ერთ ბარელში

ზღვრული ფასების ინიციატორებს, როგორც ჩანს, თავადაც ესმით, რომ არაფერი გამოუვათ. ეს „არ იმოქმედებს ბირჟის კოტირებებზე“, აღიარა თეთრი სახლის ნაციონალური უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ.
„დიდი შვიდეულის“ ასეთი ნაბიჯები, მიუხედავად ეშმაკური ლოგიკისა, რუსულ შემოსავალს მინიმალურად შეამცირებს, მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზრებს კი რყევებით უზრუნველყოფს“, – აღნიშნავს The National Interest. დასავლეთს ეს სერიოზულ უსიამოვნებას მოუტანს. და ნავთობიც გაძვირდება.
Goldman Sachs-ის შეფასებით, პირველ კვარტალში ბარელი 90 დოლარი ეღირება, მეორეში – 95.
აშშ-ის ბანკის (Bank of America) ვარაუდით, Brent-ის მარკის ნავთობი წლის მეორე ნახევარში 110 დოლარი ეღირება. ბევრი რამ დამოკიდებულია ჩინეთსა და ინდოეთში მოთხოვნაზე. ყველაფერი კი იმაზე მიუთითებს, რომ მოთხოვნა გაიზრდება.
„რუსეთის საწინააღმდეგო სანქციები, მცირე მარაგი, ჩინეთის ეკონომიკის ზრდა და OPEC-ის მზადყოფნა – მოთხოვნის შემცირების შემთხვევაში მოპოვებაც შეამციროს, ხელს შეუწყობს ენერგომატარებლების მაღალი ფასების შენარჩუნებას“, – აღნიშნავენ ანალიტიკოსები.
4 დეკემბრის შეხვედრაზე OPEC+-ის ქვეყნებმა დაადასტურეს ადრე მიღებული გადაწყვეტილება, შეამცირონ წარმოების მოცულობა დღეში 2 მილიონი ბარელით. BofA-ში კი ფიქრობენ, რომ 2023 წელს კარტელი მხოლოდ გაამკაცრებს თავის პოზიციას.
ეს სრულად შეესაბამება მოსკოვისა და სხვა საკვანძო ექსპორტიორების ინტერესებს. რასაც ვერ იტყვი აშშ-ზე, ევროკავშირსა და სხვა იმპორტიორებზე. ტრეიდერები ელოდებიან, რომ ინდოეთი და ჩინეთი ჩაანაცვლებენ ევროკავშირს რუსული ნახშირწყალბადების უმსხვილესი მომხმარებლების სახით.
პეკინმა ამ დღეებში COVID-19-ის მიმართ „ნულოვანი თმენის“ პოლიტიკაში რადიკალურ ცვლილებებზე ისაუბრა, შეარბილა ტესტირების მოთხოვნა და მგზავრობის შეზღუდვა. ეს ნიშნავს, რომ ჩინეთს მეტი საწვავი დასჭირდება. ევროკავშირი ასევე გამუდმებით განიცდის „ენერგეტიკულ შიმშილს“. კონკურენცია აზიისა და ევროპის ბაზრებს შორის გაძლიერდება და ნამდვილად არ შეუწყობს ხელს ფასების შემცირებას.

„ჩრდილოვანი ფლოტი“

ამასობაში საუბრობენ რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ გაფართოებაზე. კომპანიები თითქოსდა აბრუნებენ ექსპლუატაციაში დაკონსერვებულ ტანკერებს, ევროპელი გემთმფლობელები კი აქტივებს აძლევენ ოპერატორებს არა „დიდი შვიდეულიდან“.
როგორც Financial Times ამტკიცებს, რუსეთიდან ექსპორტი ბოლო კვირის განმავლობაში გაიზარდა: ტანკერებს პორტებიდან დღეში 3,5 მილიონი ბარელი გაჰქონდათ. აზიაში – 500 ათასით მეტი (16%).
თუმცა, როგორც სახელმწიფო დუმის წევრი ალექსეი ჩეპა ამბობს, რუსეთს „ჩრდილოვანი ფლოტი“ არ სჭირდება. მყიდველი ისედაც საკმარისია.
„ბევრი ნავთობის მწარმოებელი ქვეყანა დიდი ხნის განმავლობაში იყო და არის სანქციების ქვეშ, დღეს ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენს“, – განმარტა ჩეპამ.

ეფექტების შერბილება

დანაკარგი, რასაკვირველია, იქნება. ნედლეულის გაყიდვიდან შემოსავალმა კლება ჯერ კიდევ ნოემბერში დაიწყო.
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ინფორმაციით, რუსულმა საწარმოებმა 15,8 მილიარდი დოლარი მიიღეს – 700 მილიონით ნაკლები, ვიდრე ოქტომბერში.
ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ნოემბერში ქვეყანამ ნავთობითა და გაზით 90 მილიარდი რუბლით ნაკლები გამოიმუშავა, ვიდრე გეგმავდა. თუმცა, როგორც უწყების ხელმძღვანელმა ანტონ სილუანოვმა აღნიშნა, ბიუჯეტზე ზღვრული ფასების გავლენის შეფასება ჯერ ნაადრევია – მოსკოვი ხომ საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს.
როგორც არ უნდა იყოს, ის, რისი იმედიც ევროკავშირსა და აშშ-ში ჰქონდათ, არ მოხდება. ზედა ზღვარი არც ისე დაბალია.
„ევროპელი ოფიციალური პირები მსჯელობდნენ იმაზე, თუ როგორ „გაყინავდნენ რუსულ სამხედრო მანქანას შიმშილით“. სინამდვილეში მათ ყველა ღონე იხმარეს, რათა კრემლს მკვეთრად არ შეემცირებინა წარმოება და არ ჩამოეშალა ბაზარი“, – აღნიშნავს Bloomberg.
საპასუხო ზომები ჯერ არ არის გახმაურებული. მაგრამ ნათელია, რომ ექსპორტს ჩინეთისა და ინდოეთისკენ გადაამისამართებენ. ნარჩენები კი შეიძლება ერგოთ ევროპელებს, მაგრამ უკვე სამჯერ ძვირად.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0