https://sputnik-georgia.com/20221216/axalqalaqshi-mamakacs-mkvlelobis-mcdelobistvis-brali-warudgines-273128243.html
ასაფეთქებელი მოწყობილობა საჩუქრად: მამაკაცს ბრალი წაუყენეს
ასაფეთქებელი მოწყობილობა საჩუქრად: მამაკაცს ბრალი წაუყენეს
Sputnik საქართველო
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 16.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-16T19:12+0400
2022-12-16T19:12+0400
2022-12-16T22:34+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23945/44/239454494_0:102:1920:1182_1920x0_80_0_0_0ae3ad327d76c122ea1563e072bc3b60.jpg
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ახალქალაქში ახალგაზრდა ქალის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა.გამოძიების ცნობით, 13 დეკემბერს ბრალდებულმა ქალს საჩუქრებთან ერთად შეფუთული ასაფეთქებელი მოწყობილობა მიუტანა და სახლის კართან დაუტოვა. ქალმა ხელნაკეთი ასაფეთებელი მოწყობილობა საჩუქრების გახსნის დროს აღმოაჩინა და მის აფეთქებამდე ოთახიდან გაქცევა მოასწრო, თუმცა მცირე დაზიანებები მაინც მიიღო. აფეთქებამ ოთახის დიდი ნაწილი გაანადგურა.ბრალდებული ქალს სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა და საზოგადოებაში სახელის გატეხვით ემუქრებოდა.გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის სამი მუხლით: „განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში“, „სექსუალური ხასიათის კავშირის იძულება“ და „ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება“.დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23945/44/239454494_105:0:1816:1283_1920x0_80_0_0_3e5d510de79576cba7a28f9166b68c1e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
ასაფეთქებელი მოწყობილობა საჩუქრად: მამაკაცს ბრალი წაუყენეს
19:12 16.12.2022 (განახლებულია: 22:34 16.12.2022) დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ახალქალაქში ახალგაზრდა ქალის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა.
გამოძიების
ცნობით, 13 დეკემბერს ბრალდებულმა ქალს საჩუქრებთან ერთად შეფუთული ასაფეთქებელი მოწყობილობა მიუტანა და სახლის კართან დაუტოვა. ქალმა ხელნაკეთი ასაფეთებელი მოწყობილობა საჩუქრების გახსნის დროს აღმოაჩინა და მის აფეთქებამდე ოთახიდან გაქცევა მოასწრო, თუმცა მცირე დაზიანებები მაინც მიიღო. აფეთქებამ ოთახის დიდი ნაწილი გაანადგურა.
ბრალდებული ქალს სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა და საზოგადოებაში სახელის გატეხვით ემუქრებოდა.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის სამი მუხლით: „განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში“, „სექსუალური ხასიათის კავშირის იძულება“ და „ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება“.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.