ყირიმის მეთაურმა გაეროს რეზოლუციას „ფილკინა გრამოტა“ უწოდა

© photo: Sputnik / Konstantin Mikhalchevskiy / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2022
გამოწერა
НовостиTelegram
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია ყირიმში ადამიანის უფლებების ვითომ დარღვევასთან დაკავშირებით არის ფარატინა ფურცელი (филькина грамота), თვალთმაქცური და სამარცხვინო გადაწყვეტილება, განაცხადა ყირიმის ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა.

„ამ „ფილკინა გრამოტას“ ხმა 82-მა ქვეყანამ მისცა. თვალთმაქცური და სამარცხვინო გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვარ, რომ ყველამ, ვინც კი კიევის კაციაჭამია რეჟიმის მიერ შეთავაზებულ ამ რეზოლუციას დაუჭირა მხარი, შესანიშნავად იცის როგორც ყირიმში რეალურად არსებული სიტუაცია, ისე ის სიმხეცეები, რასაც აგერ უკვე რვა წელზე მეტია სჩადიან უკრაინელი ნაცისტები“, — დაწერა აქსიონოვმა Telegram-არხზე.

მისი თქმით, ყირიმის მოსახლეობას არც გაეროსგან და არც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციისგან ერთი დასაგმობი სიტყვაც არ სმენია, როდესაც „კიევი ნახევარკუნძულის ბლოკადას, ასევე ტერაქტებსა და დივერსიებს აწყობდა“.
„ასეთი გადაწყვეტილებები ნაბიჯ-ნაბიჯ ანადგურებს გაეროს ავტორიტეტის ნარჩენებს, რაც, როგორც ჩანს, არის კიდეც აშშ-ის და მისი სატელიტების მიზანი“, — დარწმუნებულია აქსიონოვი.
მისი თქმით, ის ფაქტი, რომ რეზოლუციის მიღებისას 80-მა ქვეყანამ თავი შეიკავა, ხოლო 13-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, იმაზე მეტყველებს, რომ „კაცობრიობის მნიშვნელოვან ნაწილს არ სურს ბანდიტების დაკრულზე ცეკვა, რომლებსაც მსოფლიოს ინდიელთა რეზერვაციად გადაქცევა სურთ“.
მანამდე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო კევის მიერ მომზადებული რეზოლუცია, რომელიც 2014 წელს რუსეთთან მიერთებულ ყირიმში რუსულ რეპრესიებსა და ადამიანის უფლებების დარღვევას გმობს. რეზოლუციას მხარი 82-მა სახელმწიფომ დაუჭირა, 80-მა — თავი შეიკავა, ხოლო წინააღმდეგი იყო 13 ქვეყანა: თავად რუსეთი, ბელარუსი, ზიმბაბვე, ირანი, ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა, კუბა, მალი, ნიკარაგუა, სირია, სუდანი, ერიტრეა და ეთიოპია.
ყველა ახალი ამბავი
0