https://sputnik-georgia.com/20221215/zamtris-sezonis-win-kerzo-seqtoris-warmomadgenlebs-treningebi-utardebat-273087788.html
ზამთრის სეზონის წინ ტურიზმის კერძო სექტორის წარმომადგენლებს ტრენინგები უტარდებათ
ზამთრის სეზონის წინ ტურიზმის კერძო სექტორის წარმომადგენლებს ტრენინგები უტარდებათ
Sputnik საქართველო
ზამთრის ტურისტული სეზონი საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე, ტრადიციულად, დეკემბრის მეორე ნახევრიდან იხსნება. 15.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-15T16:08+0400
2022-12-15T16:08+0400
2022-12-15T20:08+0400
ტურიზმი საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0f/273082041_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_72998739f98195cf4bf2a7b07adeed38.jpg
თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ზამთრის ტურისტული სეზონის წინ კერძო სექტორის წარმომადგენლებს „პირველი სამედიცინო დახმარების“ ტრენინგს უტარებს. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.უწყების ცნობით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და წითელი ჯვრის ერთობლივი სასწავლო კურსი სამ ქალაქსა და სამ სამთო კურორტზე მიმდინარეობს – თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, მესტიაში, ბაკურიანსა და გუდაურში.ტრენინგებს ტურიზმის სფეროს 110 წარმომადგენელი ესწრება. სწავლება მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს.„ტრენინგები შედგენილია წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის გაიდლაინის მიხედვით, აქედან გამომდინარე ჩვენ ვიცავთ ყველა გლობალურ სტანდარტს, როდესაც ტრენინგის მონაწილეებს ვაწვდით ამ ინფორმაციას“, – განაცხადა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენელმა ირაკლი წურწუმიამ.სასწავლო კურსი შედგება რამდენიმე თემისგან: პირველადი და მეორადი დათვალიერება, გულ-ფილტვის რეანიმაცია, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, პირველადი დახმარება უცხო სხეულების გადაცდენის დროს სასუნთქ გზებში, პირველადი დახმარება ჭრილობის დროს, პირველადი დახმარების აღმოჩენის ძირითადი პრინციპები ტრავმების დროს და ა.შ.საქართველოში ზამთრის კურორტები ოთხ რეგიონშია: გუდაური (მცხეთა-მთიანეთი), თეთნულდი და ჰაწვალი (სვანეთი), ბაკურიანი და კოხტა მიტარბი (სამცხე-ჯავახეთი), გოდერძი (აჭარა).ამ კურორტებზე ტურისტული სეზონი, როგორც წესი, დეკემბრის მეორე ნახევარში იხსნება და მარტის ბოლომდე გრძელდება.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0f/273082041_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_d519092ab5dbe8ea3fb1b350f185f260.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი
ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი
ზამთრის სეზონის წინ ტურიზმის კერძო სექტორის წარმომადგენლებს ტრენინგები უტარდებათ
16:08 15.12.2022 (განახლებულია: 20:08 15.12.2022) ზამთრის ტურისტული სეზონი საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე, ტრადიციულად, დეკემბრის მეორე ნახევრიდან იხსნება.
თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ზამთრის ტურისტული სეზონის წინ კერძო სექტორის წარმომადგენლებს „პირველი სამედიცინო დახმარების“ ტრენინგს უტარებს. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
უწყების ცნობით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და წითელი ჯვრის ერთობლივი სასწავლო კურსი სამ ქალაქსა და სამ სამთო კურორტზე მიმდინარეობს – თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, მესტიაში, ბაკურიანსა და გუდაურში.
ტრენინგებს ტურიზმის სფეროს 110 წარმომადგენელი ესწრება. სწავლება მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს.
„ტრენინგები შედგენილია წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის გაიდლაინის მიხედვით, აქედან გამომდინარე ჩვენ ვიცავთ ყველა გლობალურ სტანდარტს, როდესაც ტრენინგის მონაწილეებს ვაწვდით ამ ინფორმაციას“, – განაცხადა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენელმა ირაკლი წურწუმიამ.
სასწავლო კურსი შედგება რამდენიმე თემისგან: პირველადი და მეორადი დათვალიერება, გულ-ფილტვის რეანიმაცია, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, პირველადი დახმარება უცხო სხეულების გადაცდენის დროს სასუნთქ გზებში, პირველადი დახმარება ჭრილობის დროს, პირველადი დახმარების აღმოჩენის ძირითადი პრინციპები ტრავმების დროს და ა.შ.
საქართველოში ზამთრის კურორტები ოთხ რეგიონშია: გუდაური (მცხეთა-მთიანეთი), თეთნულდი და ჰაწვალი (სვანეთი), ბაკურიანი და კოხტა მიტარბი (სამცხე-ჯავახეთი), გოდერძი (აჭარა).
ამ კურორტებზე ტურისტული სეზონი, როგორც წესი, დეკემბრის მეორე ნახევარში იხსნება და მარტის ბოლომდე გრძელდება.