https://sputnik-georgia.com/20221215/yirgizetis-parlamentis-spikerma-ministrs-moxsenebis-rusulad-wakitxva-aukrzala-273076951.html
ყირგიზეთის პარლამენტის სპიკერმა მინისტრს მოხსენების რუსულად წაკითხვა აუკრძალა
ყირგიზეთის პარლამენტის სპიკერმა მინისტრს მოხსენების რუსულად წაკითხვა აუკრძალა
Sputnik საქართველო
თბილისი, 15 დეკემბერი − Sputnik. ყირგიზეთის პარლამენტის სპიკერმა ნურლანბეკ შაკიევმა ბუნებრივი რესურსების, ეკოლოგიისა და ტექნიკური ზედამხედველობის მინისტრს... 15.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-15T11:53+0400
2022-12-15T11:53+0400
2023-07-20T15:48+0400
მსოფლიო დღეს
ყირგიზეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0f/273076793_0:53:3027:1756_1920x0_80_0_0_48fd07352cb8a0548e36be7dd1ecf8d4.jpg
თბილისი, 15 დეკემბერი − Sputnik. ყირგიზეთის პარლამენტის სპიკერმა ნურლანბეკ შაკიევმა ბუნებრივი რესურსების, ეკოლოგიისა და ტექნიკური ზედამხედველობის მინისტრს დინარა კუტმანოვას სხდომაზე რუსულ ენაზე გამოსვლა აუკრძალა.მინისტრმა, რომელიც დეპუტატებს ბიშკეკში სმოგთან ბრძოლის საკითხზე ანგარიშს აბარებდა, ჩატარებული სამუშაოების შესახებ მონაცემების რუსულ ენაზე წაკითხვის ნებართვა ითხოვა და პასუხს არ დალოდებია, ისე განაგრძო მოხსენება.როგორც კუტმანოვამ განმარტა, მოხსენების რუსულ ენაზე წაკითხვის უფლება მას დეპუტატებმა მისცეს, მათ შორის – თავად შაკიევმა.მინისტრი დაეთანხმა სპიკერის მოთხოვნას და მონაცემების წაკითხვა ყირგიზულად განაგრძო.აღსანიშნავია, რომ რუსულ ენას ყირგიზეთში ოფიციალური სტატუსი აქვს. თუმცა მანამდე, 25 ნოემბერს შაკიევმა მოითხოვა, საგანგებო წესით შეეცვალათ დედაქალაქის რაიონებისთვის რუსული სახელწოდებები ყირგიზული დასახელებებით − სახელმწიფო ენის განვითარების გეგმის თანახმად. ყირგიზეთის დედაქალაქი ბიშკეკი ოთხ რაიონადაა დაყოფილი. ესენია: ლენინის, პირველი მაისის, ოქტომბრისა და სვერდლოვსკის რაიონები.
ყირგიზეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0f/273076793_296:0:3027:2048_1920x0_80_0_0_8a28ba7010364b7dd68f6eb1f5386991.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ყირგიზეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
ყირგიზეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
ყირგიზეთის პარლამენტის სპიკერმა მინისტრს მოხსენების რუსულად წაკითხვა აუკრძალა
11:53 15.12.2022 (განახლებულია: 15:48 20.07.2023) თბილისი, 15 დეკემბერი − Sputnik. ყირგიზეთის პარლამენტის სპიკერმა ნურლანბეკ შაკიევმა ბუნებრივი რესურსების, ეკოლოგიისა და ტექნიკური ზედამხედველობის მინისტრს დინარა კუტმანოვას სხდომაზე რუსულ ენაზე გამოსვლა აუკრძალა.
მინისტრმა, რომელიც დეპუტატებს ბიშკეკში სმოგთან ბრძოლის საკითხზე ანგარიშს აბარებდა, ჩატარებული სამუშაოების შესახებ მონაცემების რუსულ ენაზე წაკითხვის ნებართვა ითხოვა და პასუხს არ დალოდებია, ისე განაგრძო მოხსენება.
„ვის სთხოვეთ რუსულ ენაზე გამოსვლის უფლება, რატომ არა ყირგიზულ ენაზე?!“ − შეაწყვეტინა მინისტრს სიტყვა სპიკერმა და ბრძანების კილოთი მოსთხოვა, გამოსვლა სახელმწიფო ენაზე განეგრძო.
როგორც კუტმანოვამ განმარტა, მოხსენების რუსულ ენაზე წაკითხვის უფლება მას დეპუტატებმა მისცეს, მათ შორის – თავად შაკიევმა.
„როდის?! მე მხოლოდ ახლა მესმის ამის შესახებ. აქ ასეთი წესებია, მოხსენება სახელმწიფო ენაზე უნდა წაიკითხოთ“, − უთხრა ნურლანბეკ შაკიევმა კუტმანოვას.
მინისტრი დაეთანხმა სპიკერის მოთხოვნას და მონაცემების წაკითხვა ყირგიზულად განაგრძო.
აღსანიშნავია, რომ რუსულ ენას ყირგიზეთში ოფიციალური სტატუსი აქვს. თუმცა მანამდე, 25 ნოემბერს შაკიევმა მოითხოვა, საგანგებო წესით შეეცვალათ დედაქალაქის რაიონებისთვის რუსული სახელწოდებები ყირგიზული დასახელებებით − სახელმწიფო ენის განვითარების გეგმის თანახმად. ყირგიზეთის დედაქალაქი ბიშკეკი ოთხ რაიონადაა დაყოფილი. ესენია: ლენინის, პირველი მაისის, ოქტომბრისა და სვერდლოვსკის რაიონები.