უაქციზო სიგარეტთან ბრძოლა - ნოემბრის მონაცემები

© courtesy of Investigative Service of the Ministry of Financeკონტრაბანდული სიგარეტი
კონტრაბანდული სიგარეტი - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2022
გამოწერა
სიგარეტის კონტრაბანდა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად 2019 წლის შემდეგ გახდა.
თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ნოემბერში ქვეყნის მასშტაბით მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 29 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
უწყების ცნობით, აღნიშნულ ფაქტებზე 27 პირი პასუხისგებაშია მიცემული, მათგან 13 პირი დაკავებულია.
უწყების თანამშრომლებმა დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოიღეს სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების ჯამში 44 ათას კოლოფზე მეტი სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 220 ათას ლარს აღემატება.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის მე-200 (მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა) მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან რვა წლამდე ვადით.
სიგარეტის კონტრაბანდა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად 2019 წლის შემდეგ გახდა. მაშინ ქვეყანაში თამბაქოს საწინააღმდეგო კანონმდებლობის გამო მკვეთრად გაიზარდა ფასები სიგარეტსა და თუთუნზე. მას შემდეგ შემოსავლების სამსახური ქვეყანაში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შემოტანა–რეალიზაციაზე განსაკუთრებულ კონტროლს ახორციელებს.
ყველა ახალი ამბავი
0