https://sputnik-georgia.com/20221215/saqartvelo-da-azerbaijani-ekonomikuri-tanamsromlobis-garrmavebaze-setanxmdnen-273100210.html
საქართველო და აზერბაიჯანი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ
საქართველო და აზერბაიჯანი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ
Sputnik საქართველო
საქართველოსა და აზერბაიჯანის მიზანია რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფა, რაც უფრო დიდი ეკონომიკური განვითარების საფუძველი იქნება, განაცხადა ირაკლი... 15.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-15T20:08+0400
2022-12-15T20:08+0400
2022-12-15T22:26+0400
ახალი ამბები
საქართველო
აზერბაიჯანი
კავკასია
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0f/273098871_126:228:1232:850_1920x0_80_0_0_87a7c03f9d9315a63ee150ae694d1afc.jpg
თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. საქართველომ და აზერბაიჯანმა ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათშორისი კომისიის სხდომის შემდეგ რამდენიმე დოკუმენტს მოაწერეს ხელი.ხელმოწერილ დოკუმენტებს შორისაა „ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სააგენტოს შორის“, ასევე „ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.მან აღნიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის მიზანია რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფა, რაც უფრო მეტი ეკონომიკური განვითარებისა და ხალხების მეტი კეთილდღეობის საფუძველი გახდება.თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნებს შორის შემდგომი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე.მან ასევე ყურადღება გაამახვილა ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი განვითარების დიდ პოტენციალზე და შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებზე.აზერბაიჯანი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულშია. საქონელბრუნვა ქვეყნებს შორის 2022 წლის იანვარ-სექტემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 21,3%-ით გაიზარდა და 959,6 მლნ დოლარი შეადგინა.საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოების, ლოგისტიკის და სხვა სფეროებში.
საქართველო
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0f/273098871_268:234:1089:850_1920x0_80_0_0_475245ed008bad17e164ceceee0056f2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აზერბაიჯანი, კავკასია, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, აზერბაიჯანი, კავკასია, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა
საქართველო და აზერბაიჯანი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ
20:08 15.12.2022 (განახლებულია: 22:26 15.12.2022) საქართველოსა და აზერბაიჯანის მიზანია რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფა, რაც უფრო დიდი ეკონომიკური განვითარების საფუძველი იქნება, განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. საქართველომ და აზერბაიჯანმა ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათშორისი კომისიის სხდომის შემდეგ რამდენიმე დოკუმენტს მოაწერეს ხელი.
ხელმოწერილ დოკუმენტებს შორისაა „ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სააგენტოს შორის“, ასევე „ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.
„ჩვენს ხალხებს, ქვეყნებს შორის არსებობს სრული გაგება და სრული მეგობრობა, და ეს ურთიერთობები კიდევ უფრო ღრმავდება. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სანიმუშო პარტნიორობით ჩვენ ხელს შევუწყობთ უფრო სტაბილურ სამხრეთ კავკასიას“, – განაცხადა ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის მიზანია რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფა, რაც უფრო მეტი ეკონომიკური განვითარებისა და ხალხების მეტი კეთილდღეობის საფუძველი გახდება.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნებს შორის შემდგომი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე.
„ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობამ დღეს სტრატეგიული პარტნიორობის დონეს მიაღწია. ჩვენი ურთიერთობები ვითარდება ყველა სფეროში, ეს იქნება პოლიტიკა, ეკონომიკა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, კულტურა, განათლება, სამხედრო და სხვა სფეროები. ჩვენ ერთმანეთს მხარს ვუჭერთ ამ სფეროების განვითარებაში. მჯერა, რომ დღეს თქვენი მონაწილეობით ხელმოწერილი დოკუმენტები კიდევ უფრო დააჩქარებს ამ პროცესს“, – განაცხადა ასადოვმა.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი განვითარების დიდ პოტენციალზე და შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
აზერბაიჯანი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულშია. საქონელბრუნვა ქვეყნებს შორის 2022 წლის იანვარ-სექტემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 21,3%-ით გაიზარდა და 959,6 მლნ დოლარი შეადგინა.
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოების, ლოგისტიკის და სხვა სფეროებში.