https://sputnik-georgia.com/20221215/saqartvelo-azerbaijani-strategiuli-partniorobis-done-asadovi-273087214.html
საქართველომ და აზერბაიჯანმა სტრატეგიული პარტნიორობის დონეს მიაღწიეს - ასადოვი
საქართველომ და აზერბაიჯანმა სტრატეგიული პარტნიორობის დონეს მიაღწიეს - ასადოვი
Sputnik საქართველო
აზერბაიჯანი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ხუთეულში შედის. 15.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-15T15:34+0400
2022-12-15T15:34+0400
2022-12-15T19:58+0400
საქართველო
აზერბაიჯანი
ახალი ამბები
ეკონომიკა
ირაკლი ღარიბაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23027/44/230274486_0:68:1500:912_1920x0_80_0_0_ee061d7972ba0449799141f9401b3243.jpg
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. ურთიერთობები საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ყველა სფეროში ვითარდება და ამან სტრატეგიული პარტნიორობის დონეს მიაღწია, განაცხადა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა.პოლიტიკოსმა განცხადება საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობოთშორისი სხდომის დროს გააკეთა, რომელიც თბილისში ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით მიმდინარეობს. სხდომის დაწყებამდე გაიმართა ასადოვის შეხვედრა ქართველ კოლეგა ირაკლი ღარიბაშვილთან.აზერბაიჯანის პრემიერი დარწმუნებულია, რომ დღეს ხელმოწერილი დოკუმენტები კიდევ უფრო დააჩქარებს ამ პროცესს. ასადოვმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის წარმატებით ვითარდება ეკონომიკური ურთიერთობები – მიმდინარე წელს სავაჭრო ბრუნვა სამი პროცენტით გაიზარდა.„ეს ზრდა თავისთავად აჩვენებს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს კიდევ მეტი პოტენციალი და შევძლებთ ამ ურთიერთობების მეტად განვითარებას. ბატონო პრემიერო, ძვირფასო კომისიის წევრებო, მჯერა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი სამთავრობოთშორისო კომისია ჩვენს ეკონომიკურ და დინამიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნა ასადოვმა.ღარიბაშვილი: საქართველოს და აზერბაიჯანის საერთო მიზანი სტაბილური რეგიონის ხილვაა>>აზერბაიჯანი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულშია. საქონელბრუნვა ქვეყნებს შორის 2022 წლის იანვარ-სექტემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 21,3%-ით გაიზარდა და 959,6 მლნ დოლარი შეადგინა.საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოების, ლოგისტიკის და სხვა სფეროებში.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23027/44/230274486_106:0:1439:1000_1920x0_80_0_0_b33fe9ced5fcedd3be8660ba2400dbab.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აზერბაიჯანი, ახალი ამბები, ეკონომიკა, ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველო, აზერბაიჯანი, ახალი ამბები, ეკონომიკა, ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველომ და აზერბაიჯანმა სტრატეგიული პარტნიორობის დონეს მიაღწიეს - ასადოვი
15:34 15.12.2022 (განახლებულია: 19:58 15.12.2022) აზერბაიჯანი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ხუთეულში შედის.
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. ურთიერთობები საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ყველა სფეროში ვითარდება და ამან სტრატეგიული პარტნიორობის დონეს მიაღწია, განაცხადა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა.
პოლიტიკოსმა განცხადება საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობოთშორისი სხდომის დროს გააკეთა, რომელიც თბილისში ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით მიმდინარეობს. სხდომის დაწყებამდე გაიმართა ასადოვის შეხვედრა ქართველ კოლეგა ირაკლი ღარიბაშვილთან.
„ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობამ დღეს სტრატეგიული პარტნიორობის დონეს მიაღწია. ჩვენი ურთიერთობები ვითარდება ყველა სფეროში, იქნება ეს პოლიტიკა, ეკონომიკა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, კულტურა, განათლება, სამხედრო და სხვა სფეროები. ჩვენ ერთმანეთს მხარს ვუჭერთ ამ სფეროების განვითარებაში, ვითარდება ჩვენი ურთიერთობები ყველა სფეროში“, – განაცხადა ასადოვმა.
აზერბაიჯანის პრემიერი დარწმუნებულია, რომ დღეს ხელმოწერილი დოკუმენტები კიდევ უფრო დააჩქარებს ამ პროცესს. ასადოვმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის წარმატებით ვითარდება ეკონომიკური ურთიერთობები – მიმდინარე წელს სავაჭრო ბრუნვა სამი პროცენტით გაიზარდა.
„ეს ზრდა თავისთავად აჩვენებს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს კიდევ მეტი პოტენციალი და შევძლებთ ამ ურთიერთობების მეტად განვითარებას. ბატონო პრემიერო, ძვირფასო კომისიის წევრებო, მჯერა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი სამთავრობოთშორისო კომისია ჩვენს ეკონომიკურ და დინამიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნა ასადოვმა.
აზერბაიჯანი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულშია. საქონელბრუნვა ქვეყნებს შორის 2022 წლის იანვარ-სექტემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 21,3%-ით გაიზარდა და 959,6 მლნ დოლარი შეადგინა.
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოების, ლოგისტიკის და სხვა სფეროებში.