სააკაშვილის მხარდამჭერებმა სასამართლოს შენობასთან არეულობა შექმნეს - ვიდეო

გამოწერა
თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან ოთხშაბათს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები შეიკრიბნენ. ისინი ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებას მოითხოვდნენ. მოგვიანებით სასამართლოს შენობასთან დაპირისპირებაც მოხდა.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ყოფილი პრეზიდენტის მიერ სასჯელის მოხდის გადახედვის სასამართლო პროცესი, რომელიც 14 დეკემბერს იყო ჩანიშნული, 22 დეკემბრამდე გადაიდო. სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა განცხადება გაავრცელა, რომ „ამ ეტაპზე შეუძლებელი იყო დისტანციური ჩართვა“.
პენიტენციური სამსახურის იურისტმა ტერიტორია ხალხის შეძახილების ფონზე დატოვა.
12 მაისიდან სააკაშვილი სამკურნალოდ კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. მანამდე მან ორჯერ გამოაცხადა შიმშილობა. პირველად – დაკავების დღეს, 2021 წლის 1 ოქტომბერს. მაშინ შიმშილობა 50 დღის განმავლობაში გაგრძელდა, რამაც ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობას დიდი ზიანი მიაყენა.
ყველა ახალი ამბავი
0