https://sputnik-georgia.com/20221215/rigi-saqartvelos-bankis-dzarcvaze-273096194.html
რიგი „საქართველოს ბანკის“ ძარცვაზე
რიგი „საქართველოს ბანკის“ ძარცვაზე
Sputnik საქართველო
ახალ ამბებში მუდმივად ვაწყდებით ქვეყნის სხვადასხვა მხარეში ბანკის ძარცვის შემთხვევებს. 15.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-15T17:22+0400
2022-12-15T17:22+0400
2022-12-15T21:38+0400
კარიკატურები
მულტიმედია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0f/273096042_0:0:1143:643_1920x0_80_0_0_802d3f50992e599d421e63be6c75ec2d.jpg
ბოლო ასეთი შემთხვევა გუშინ პეკინის გამზირზე მოხდა. ბოროტმოქმედმა შეძლო თანხის გატაცება, თუმცა ის მალევე, „ცხელ კვალზე“ დააკავეს.საინტერესოა, რომ მძარცველთა სამიზნე რატომღაც ყოველთვის ერთი და იგივე საფინანსო დაწესებულების – „საქართველოს ბანკის“ ფილიალებია. სოციალურ ქსელებში „საქართველოს ბანკს“ სახუმარო სლოგანიც მოუფიქრეს: „სხვა ბანკებიც არსებობს. „საქართველოს ბანკი“.მცდელობების უმეტესობა მძარცველებისთვის წარუმატებლად მთავრდება – ისინი მალევე ხელბორკილებით მიჰყავთ ხოლმე „დანიშნულების ადგილზე“. თუმცა დაფიქსირდა რამდენიმე დიდი თავდასხმაც, სადაც მონაწილეობდა იარაღი, იყვნენ მძევლები და იყო მოთხოვნების სია.ყველაზე ხმაურიანი ძარცვა „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში მოხდა 2020 წლის 21 ოქტომბერს. ბოროტმოქმედი ბანკში შეიჭრა კამუფლაჟითა და შავი ნიღბით, იყო შეიარაღებული ავტომატითა და ხელყუმბარით.სპეცოპერაცია თითქმის მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. საბოლოოდ ბოროტმოქმედმა მიიღო მოთხოვნილი 500 ათასი დოლარი და მიიმალა. მისი დაჭერა დღემდე ვერ მოხერხდა. გამოძიების ცნობით, ეს მძარცველი ბადრი ესებუაა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0f/273096042_0:0:857:643_1920x0_80_0_0_91b678eed2b701bf290ccd48ae552e0b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კარიკატურები, მულტიმედია
რიგი „საქართველოს ბანკის“ ძარცვაზე
17:22 15.12.2022 (განახლებულია: 21:38 15.12.2022) ახალ ამბებში მუდმივად ვაწყდებით ქვეყნის სხვადასხვა მხარეში ბანკის ძარცვის შემთხვევებს.
ბოლო ასეთი შემთხვევა გუშინ პეკინის გამზირზე მოხდა. ბოროტმოქმედმა შეძლო თანხის გატაცება, თუმცა ის მალევე, „ცხელ კვალზე“ დააკავეს.
საინტერესოა, რომ მძარცველთა სამიზნე რატომღაც ყოველთვის ერთი და იგივე საფინანსო დაწესებულების – „საქართველოს ბანკის“ ფილიალებია. სოციალურ ქსელებში „საქართველოს ბანკს“ სახუმარო სლოგანიც მოუფიქრეს: „სხვა ბანკებიც არსებობს. „საქართველოს ბანკი“.
მცდელობების უმეტესობა მძარცველებისთვის წარუმატებლად მთავრდება – ისინი მალევე ხელბორკილებით მიჰყავთ ხოლმე „დანიშნულების ადგილზე“. თუმცა დაფიქსირდა რამდენიმე დიდი თავდასხმაც, სადაც მონაწილეობდა იარაღი, იყვნენ მძევლები და იყო მოთხოვნების სია.
ყველაზე ხმაურიანი ძარცვა „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში მოხდა 2020 წლის 21 ოქტომბერს. ბოროტმოქმედი ბანკში შეიჭრა კამუფლაჟითა და შავი ნიღბით, იყო შეიარაღებული ავტომატითა და ხელყუმბარით.
სპეცოპერაცია თითქმის მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. საბოლოოდ ბოროტმოქმედმა მიიღო მოთხოვნილი 500 ათასი დოლარი და მიიმალა. მისი დაჭერა დღემდე ვერ მოხერხდა. გამოძიების ცნობით, ეს მძარცველი ბადრი ესებუაა.