პარლამენტი დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ ახალ რეგულაციებს განიხილავს

© photo: Sputnik / Stringerმშენებარე კორპუსი
მშენებარე კორპუსი - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2022
გამოწერა
კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ცვლილებების შედეგად საცხოვრებლის რიგში მდგომი იძულებით გადაადგილებული პირების რაოდენობა შემცირდება.
თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. პარლამენტმა დევნილი მოსახლეობის საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა.
კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფოს აღარ ექნება 2023 წლის 1 იავრის შემდეგ დაბადებული დევნილის სტატუსტის მქონე პირის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება.

ასევე საცხოვრებლით არ დაკმაყოფილდებიან პირები, რომელთაც 2023 წლის 1 იანვრამდე შეუსრულდათ 18 წელი. ასეთ პირებს საცხოვრებლის უფლება ექნებათ მხოლოდ როგორც საკუთარი ნათესავების მემკვიდრეებს.

2023 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული ის პირები, რომელთა ორივე მშობელი გარდაიცვალა, უზრუნველყოფილი იქნებიან იმ საცხოვრებლით, რაც უნდა მიეღოთ მათ მშობლებს.
კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ცვლილებების შედეგად საცხოვრებლის რიგში მდგომი დევნილთა რაოდენობა შემცირდება. ამით სახელმწიფოს წელიწადში საშუალოდ დაეზოგება 106,3 მლნ დოლარი, რომელიც დევნილთათვის საცხოვრებელი ფართის შეძენაზე უნდა დახარჯულიყო.
ოფიციალური სტატისტიკით, სახელმწიფომ საცხოვრებელი ფართით 43.809 დევნილი ოჯახი უნდა დააკმაყოფილოს.
საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.
ყველა ახალი ამბავი
0