https://sputnik-georgia.com/20221215/kanadam-turbinebistvis-droebit-moxsnili-sanqciebi-aradgina-273082254.html
კანადამ რუსული ტურბინებისთვის დროებით მოხსნილი სანქცია აღადგინა
კანადამ რუსული ტურბინებისთვის დროებით მოხსნილი სანქცია აღადგინა
Sputnik საქართველო
თბილისი, 15 დეკემბერი − Sputnik. კანადამ, „შეცვლილი გარემოებების“ გათვალისწინებით, სანქციები აღადგინა რუსეთის გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ის ტურბინების... 15.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-15T14:23+0400
2022-12-15T14:23+0400
2023-08-17T12:48+0400
მსოფლიო დღეს
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
კანადა
მსოფლიოს ახალი ამბები
გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251121511_0:378:2968:2048_1920x0_80_0_0_d3d3f8514c49d144b7a1898fe0a52051.jpg
თბილისი, 15 დეკემბერი − Sputnik. კანადამ, „შეცვლილი გარემოებების“ გათვალისწინებით, სანქციები აღადგინა რუსეთის გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ის ტურბინების მიმართ, განაცხადეს კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჟოლიმ და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ჯონათან უილიამსმა.აქვე აღნიშნულია, რომ კანადამ ეს გადაწყვეტილება „უკრაინასთან, გერმანიასთან და სხვა ევროპელ მოკავშირეებთან მჭიდრო ურთიერთქმედებით“ მიიღო.კანადამ მიმდინარე წლის ივლისში ამოიღო სანქციების სიიდან მონრეალში შესაკეთებლად გატანილი ექვსი ტურბინა „ჩრდილოეთის ნაკადისთვის“. ამასთან, მიუხედავად უკრაინის პროტესტისა, მათი გერმანიაში გადატანის ნებართვაც გაიცა, საიდანაც ის „გაზპრომს“ უნდა დაბრუნებოდა.„გაზპრომმა“ ზაფხულში ჯერ შეამცირა „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ით ევროპისთვის გაზის მიწოდება, ხოლო სექტემბრის დასაწყისში საერთოდ შეწყვიტა აირის ექსპორტი. სექტემბრის ბოლოს კი „ჩრდილოეთის ნაკადების“ ოთხიდან სამ ტოტზე დივერსია მოხდა, რითაც რუსული მილსადენები მთლიანად გამოვიდა მწყობრიდან. რუსეთის პროკურატურამ მომხდარი საერთაშორისო ტერორიზმის აქტად შეაფასა, ხოლო ევროკავშირმა ინციდენტის გამოძიება დაიწყო.
კანადა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251121511_118:0:2849:2048_1920x0_80_0_0_ac3bab234788289fdadf7457e9ea4249.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, კანადა , მსოფლიოს ახალი ამბები, გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი“
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, კანადა , მსოფლიოს ახალი ამბები, გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი“
თბილისი, 15 დეკემბერი − Sputnik. კანადამ, „შეცვლილი გარემოებების“ გათვალისწინებით, სანქციები აღადგინა რუსეთის გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ის ტურბინების მიმართ, განაცხადეს კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჟოლიმ და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ჯონათან უილიამსმა.
„პუტინი იძულებული გახდა ეჩვენებინა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ის სრულფასოვანი მუშაობის აღდგენა მის განზრახვებში არ შედიოდა. ამასთან თავად მილსადენი მწყობრიდანაა გამოსული. ამის გათვალისწინებით, კანადის მთავრობამ გადაწყვიტა, აღადგინოს დროებით მოხსნილი სანქციები, რაც „სიმენსის“ მონრეალის ქარხანაში გარემონტებული ტურბინების გერმანიაში დაბრუნებას ხდიდა შესაძლებელს“, − ნათქვამია კანადელი მაღალჩინოსნების ერთობლივ განცხადებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ კანადამ ეს გადაწყვეტილება „უკრაინასთან, გერმანიასთან და სხვა ევროპელ მოკავშირეებთან მჭიდრო ურთიერთქმედებით“ მიიღო.
კანადამ მიმდინარე წლის ივლისში ამოიღო სანქციების სიიდან მონრეალში შესაკეთებლად გატანილი ექვსი ტურბინა „ჩრდილოეთის ნაკადისთვის“. ამასთან, მიუხედავად უკრაინის პროტესტისა, მათი გერმანიაში გადატანის ნებართვაც გაიცა, საიდანაც ის „გაზპრომს“ უნდა დაბრუნებოდა.
„გაზპრომმა“ ზაფხულში ჯერ შეამცირა „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ით ევროპისთვის გაზის მიწოდება, ხოლო სექტემბრის დასაწყისში საერთოდ შეწყვიტა აირის ექსპორტი. სექტემბრის ბოლოს კი „ჩრდილოეთის ნაკადების“ ოთხიდან სამ ტოტზე დივერსია მოხდა, რითაც რუსული მილსადენები მთლიანად გამოვიდა მწყობრიდან. რუსეთის პროკურატურამ მომხდარი საერთაშორისო ტერორიზმის აქტად შეაფასა, ხოლო ევროკავშირმა ინციდენტის გამოძიება დაიწყო.